• რეკლამა
  • კონტაქტი
00:21, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვლადიმერ პუტინი – რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები მსოფლიოში სტაბილურობის ფუნდამენტური ფაქტორია

ალია ავტორი - ალია
10:35 10-16-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
113

რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები მსოფლიოში სტაბილურობის ფუნდამენტური ფაქტორია, რუსეთი და ჩინეთი ყოველთვის ცდილობდნენ კომპრომისის გამოძებნას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის მედია კორპორაციასთან ინტერვიუში განაცხადა.

ინტერვიუს დროს პუტინმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა დროს რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთს ექსპორტისა და იმპორტის განსხვავებული თანაფარდობა ჰქონდათ და ქვეყნები ყოველწლიურად აუმჯობესებენ სავაჭრო ბალანსს.

„ასე მივდივართ თითქმის ყველა მიმართულებით. აღარ ვსაუბრობ იმ როლზე, რომელსაც რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები მსოფლიოში სტაბილურობის საკითხში თამაშობს. ეს არის ფუნდამენტური ფაქტორი – რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები. ეს ყველაფერი ერთად გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ჩვენ მივდიოდით აბსოლუტურად სწორი მიმართულებით და როგორც ჩინელი, ისე რუსი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“, – დასძინა პუტინმა.

მისი მტკიცებით, მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობა არ არის ნაკარნახევი მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ვითარებით და ეს თანამშრომლობა ორი ათწლეულის განმავლობაში ფრთხილად და მშვიდად ყალიბდებოდა.

„საფუძველი ყოველთვის იყო კეთილი ნება. ასე გადავწყვიტეთ საზღვრის დემარკაციის საკითხები, რომელიც აქამდე, ამ მომენტამდე, 40 წელი არ იყო გადაწყვეტილი, მაგრამ სურვილი, რომ მოგვეშორებინა ყველაფერი, რასაც ამა თუ იმ გზით შეეძლო ხელი შეეშალა ჩვენთვის ერთად წინსვლისთვის ორივე მხრიდან იმდენად დიდი იყო, რომ გამოვძებნეთ ერთმანეთისთვის მისაღები კომპრომისები“, – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პეკინში 17-18 ოქტომბერს დაგეგმილ „სარტყლისა და გზის“ ფორუმს დაესწრება. ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდება.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved