• რეკლამა
  • კონტაქტი
22:44, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მზის რგოლისებრი დაბნელება და ახალმთვარეობა – რა (არ) უნდა გააკეთოთ 14 ოქტომბერს?

ალია ავტორი - ალია
16:17 10-14-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,734

2023 წლის 14 ოქტომბერს სასწორის ნიშანში მზის დაბნელებაა, რაც შესაძლოა, ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ცვლილებების საწინდარი აღმოჩნდეს. მზის დაბნელებას ყველაზე უკეთ ცენტრალური ამერიკის, ბრაზილიისა და კოლუმბიის მოსახლეობა დაინახავს. თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს მოვლენა თითოეულ ადამიანზე მოახდენს გავლენას.

მზის რგოლისებრი დაბნელება იშვიათ ასტროლოგიურ მოვლენად ითვლება. ამ დროს მთვარე მზის ცენტრალურ ნაწილს ფარავს და მისი სინათლის ფონზე, დისკის ფორმის ილუზია იქმნება. სასწორის ნიშანი კომპრომისების, თანასწორობისა და ჰარმონიის სიმბოლოდ ითვლება. რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ ნიშანში მზის დაბნელება ჩვენს პირად და საქმიან ურთიერთობებზე როგორც დადებით, ასევე უარყოფით გავლენას მოახდენს.

14 ოქტომბრის მზის დაბნელება კარიერული თვალსაზრისით, შესაძლოა, თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა აღმოჩნდეს და გაგვიჩნდეს ახალი პერსპექტივები, საინტერესო შეთავაზებები და ინიციატივები.

მზის დაბნელება გავლენას მოახდენს ზოდიაქოს ყველა ნიშანზე, მაგრამ ვერძი, კირჩხიბი, სასწორი და თხის რქა ამას ყველაზე ძლიერად იგრძნობენ. მოემზადეთ, როგორც კარგი, ასევე არასასურველი შედეგებისთვის. შესაძლოა, სამსახურში მოულოდნელად ძალიან ხელსაყრელი საქმე შემოგთავაზონ, ფინანსურად წაგახალისონ, თქვენი შრომა დააფასონ, საერთო ენა გამონახოთ მათთან, ვისთანაც კონფლიქტი გქონდათ და ასე შემდეგ. თუმცა, ამავდროულად, შეიძლება არასასურველი შედეგი მიიღოთ მოლაპარაკებებსა და ახალ წამოწყებებში.
ითვლება, რომ 14 ოქტომბრის მზის დაბნელება ერთგვარი “წმენდა”, ახლის დასაწყისია. ამიტომაც, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ამ პერიოდში პირისპირ აღმოჩნდებით წარსულში დატოვებულ ურთიერთობებთან და საქმეებთან. მოგიწევთ, კიდევ ერთხელ გადააფასოთ მოვლენები და სამუდამოდ დაემშვიდობოთ მათ, ვისაც თქვენთვის ბედნიერება აღარ მოაქვს. ახლა ყველა შანსი გაქვთ, რომ თქვენი ცხოვრების ახალი ციკლი დაიწყოთ და სხვადასხვა საკითხს განსხვავებული თვალით შეხედოთ. იქამდე კი აუცილებელია, ყველაფერი ძველი წარსულში დატოვოთ. ეს მხოლოდ ურთიერთობებს არ ეხება – საფუძვლიანად დაასუფთავეთ სახლი და ყველა მოძველებული, არასაჭირო ნივთი გაიტანეთ. ითვლება, რომ ამ გზით წარსულის უარყოფითი ემოციები სახლიდან გაგაქვთ.

14 ოქტომბრის მზის დაბნელებისთვის შეგიძლიათ, გაითვალისწინოთ:

არ ენდოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ და მათთან ერთად სარისკო სიტუაციებში ნუ აღმოჩნდებით.
შეეცადეთ, ეს დღე მშვიდად გაატაროთ და დიდ შეკრებებს მოერიდოთ.
დაისვენეთ, განიტვირთეთ და დრო საყვარელ აქტივობებს დაუთმეთ.
ნეგატიური ემოციების გამოხატვისაგან თავი შეიკავეთ. ნუ წამოიწყებთ კონფლიქტს, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას სხვა ადამიანებს.
შეეცადეთ, გამოიჩინოთ მზრუნველობა არა მხოლოდ ადამიანების, არამედ ცხოველების მიმართაც.
მოერიდეთ დიდ შესყიდვებსა და ფინანსურ ოპერაციებს.
გააკეთეთ რაიმე კარგი! ამ ენერგიამ შესაძლოა, თქვენზე დადებითად იმოქმედოს და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი იღბალი და გამართლება ნახოთ.მთვარე ადამიანზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს, განსაზღვრავს მის შრომისუნარიანობას, ენერგიულობასა და მოტივაციას. თუმცა, როდესაც ახალი მთვარის პერიოდია, როგორც წესი, თითოეული ჩვენგანი მომატებულ ემოციურობას, შფოთვას, უენერგიობას გრძნობს და გაღიზიანებულია. ამის გამო, კომუნიკაციაც რთულდება და შესაძლოა, კონფლიქტების რისკი გაიზარდოს. კონცენტრაცია გვიჭირს და გუნება-განწყობილებაც გვიქვეითდება.მეორე მხრივ, ახალი მთვარის პერიოდი შესანიშნავი დროა, რომ საკუთარ ფიქრებს, ემოციებს კიდევ ერთხელ ჩავუღრმავდეთ. დავფიქრდეთ ჩვენს შიშებზე, იმაზე, თუ რა გვიშლის ხელს წარმატებასა და ბედნიერებაში. დავგეგმოთ ცვლილებები და განახლებული ძალებით, შემართებითა და მოტივაციით განვაგრძოთ მიზნებისკენ სვლა.
ამჯერად, ახალი მთვარე სასწორის ნიშანში იქნება. შესაძლოა, ერთგვარი გაურკვევლობა ვიგრძნოთ და გადაწყვეტილების მიღება გაგვიჭირდეს. ამის გამო კი, არსებობს რისკი, რომ სხვების მოსაზრებებს უპირობოდ დავეთანხმოთ. ამიტომაც, თუკი ამ დღეს რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას, მოლაპარაკებას, კონტრაქტის გაფორმებას, გადაწყვეტილებას გეგმავთ, ასტროლოგები გირჩევენ, რომ სხვა დღისთვის გადაიტანოთ.

ახალი მთვარე სასწორის ნიშანში 2023 წლის 14 ოქტომბერს, შაბათს იქნება. ამ დღეს პლანეტა სატურნი მართავს. ამიტომ, შესაძლოა, შინაგანი მოუსვენრობა, სევდა და უიმედობა იგრძნოთ. ამავე პერიოდში, თითქოს, სასიცოცხლო ენერგია ამოწურულია და ახალ ციკლს იწყებთ. ამიტომაც, ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ 14 ოქტომბერი მშვიდად გაატაროთ. დაკავდეთ საყვარელი აქტივობებით, გაისეირნოთ, მიმართოთ მედიტაციას.

რა არ არის რეკომენდებული 14 ოქტომბერს?

მნიშვნელოვანი ბიზნესის წამოწყება და გადაწყვეტილების მიღება
სესხის აღება
ჯგუფური პროექტების აღება
ზედმეტად ფიზიკური აქტივობებით დატვირთვა
ახალი კონტრაქტების გაფორმება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved