• რეკლამა
  • კონტაქტი
20:35, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არესტოვიჩის წინააღმდეგ, ქალების მიმართ ძალადობრივი განცხადებების გამო, გამოძიება დაიწყო

ალია ავტორი - ალია
12:34 10-13-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
354

ქალების მიმართ სექსისტური და ძალადობრივი განცხადებების გამო, უკრაინის პოლიციამ ალექსეი არესტოვიჩის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ უმაღლესი რადას დეპუტატი ინა სოვსუნი ავრცელებს.

“დღეს პოლიციიდან მივიღე ინფორმაცია წინასწარი გამოძიების დაწყების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ახლა პოლიციის ვალდებულებაა გამოიძიოს ეს საქმე. გენერალური პროკურორისგანაც მაქვს პასუხი, რომ აღნიშნული ქეისი კიევის საქალაქო პროკურატურას გადაეცა”, – განაცხადა სოვსუნმა.

რამდენიმე კვირით ადრე კი, 25 სექტემბერს რადას დეპუტატმა პოლიციაში განცხადება შეიტანა არესტოვიჩის მიერ გავრცელებული ვიდეოს გამო, სადაც პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი ქალებს არსებებად მოიხსენიებს, რომლებიც “ჯერ უნდა მოტ*ნა, შეურაცხყოფა მიაყენო და გაუჩერებლად დაახრჩო.” ქალებმა კი კაცებს “როგორც კერპებს, ისე უნდა უყურონ.”

28 სექტემბერს ინა სოვსუნმა სამართალდამცავ ორგანოებსაც დაუკავშირდა და განაცხადა, რომ არესტოვიჩმა დაარღვია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლი (ძალადობისა და სისასტიკის, რასობრივი, ეროვნული თუ რელიგიური შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის კულტის ხელშემწყობი საქმიანობის გავრცელება), რომელიც თავისუფლების სამ წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. კიევის პოლიციის თქმით, ამ მუხლით გამოძიება უკვე დაიწყო.

ალექსეი არისტოვიჩმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის თანამდებობა 2023 წლის იანვარში დატოვა, მას შემდეგ, რაც თავის ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ რაკეტა, რომელმაც დნეპრში 46 ადამიანი იმსხვერპლა უკრაინული საჰაერო თავდაცვის მიერ იყო გაშვებული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved