• რეკლამა
  • კონტაქტი
19:34, შაბათი, 27 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ისრაელმა დაასახელა შეცდომები, რომელთა გამო ჰამასის თავდასხმა თავიდან ვერ აირიდეს – NYT

ალია ავტორი - ალია
14:03 10-11-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
533

The New York Times-ის ინფორმაციით, ისრაელელმა ანალიტიკოსებმა დაასახელეს 4 მიზეზი, რამაც არმიასა და უსაფრთხოების სამსახურებს ჰამასის მხრიდან ისრაელზე იერიშების მიტანის თავიდან არიდებაში ხელი შეუშალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ისრაელის მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელზე დაყრდნობით ანონიმურობის პირობით ავრცელებს.

NYT-ი ხაზს უსვამს, რომ ეს შეფასებები წინასწარი ხასიათისაა და არ წარმოადგენს საბოლოო დასკვნებს.

გამოცემა წერს, რომ ისრაელის მოუმზადებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ისრაელის სადაზვერვო სამსახურებმა ვერ შეძლეს ჰამასის საკომუნიკაციო ხაზების მონიტორინგი. სტატიაში ნათქვამია, რომ ისრაელის უსაფრთხოების სააგენტოები თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ცდილობდნენ არმიის გაფრთხილებას ჰამასის საკომუნიკაციო ხაზებზე უჩვეულო აქტივობის შესახებ, თუმცა, ეს გაფრთხილება სათანადოდ გათვალისწინებული არ იქნა.

მეორე მიზეზი, რაზეც The New York Times-ი საუბრობს, არის ღაზiს სექტორის საზღვარზე ვითარების მონიტორინგისთვის ელექტრონიკაზე გადაჭარბებული დამოკიდებულება. ბოლო წლებში ღაზის საზღვრის გასწვრივ განთავსებული სამხედროების რაოდენობა შემცირდა. ამის ნაცვლად, საზღვართან ისრაელმა დაამონტაჟა დიდი რაოდენობით სათვალთვალო კამერები, სენსორები და დისტანციური მართვის იარაღები. ამასთან, როგორც გამოცემა წერს, თავდასხმამდე ჰამასელებმა მობილური ტელეფონების ანძების გასანადგურებლად დრონები გამოიყენეს, რამაც ისრაელის არმიისთვის საზღვართან განთავსებულ აღჭურვილობაზე წვდომა შეაფერხა. შედეგად, კი, როგორც NYT-ი წერს, ჰამასმა საზღვრის ოცდაათ ადგილას გადაკვეთა შეუმჩნევლად მოახერხა.

მესამე მიზეზი, რომელზეც გამოცემის სტატიაში ყურადღებაა გამახვილებული, არის სამხედრო სარდლობის ოპერატიული შეცდომა – კერძოდ, სარდლობამ ერთ ბაზაზე განათავსა სასაზღვრო დივიზიის ხელმძღვანელობა, ჰამასმა კი იგი შეტევისთანავე შეიპყრო.

მეოთხე მიზეზი, რაზეც The New York Times-ი საუბრობს არის ის, რომ ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებმა, შესაძლოა, დაიჯერეს ჰამასის ლიდერების საუბარი, რომ თითქოს თავდასხმას არ აპირებდნენ. ჰამასის წევრებმა კი დიდი ალბათობით იცოდნენ, რომ ისრაელი მათ საუბრებს უყურადებდა და ამიტომ, შეცდომაში შეიყვანეს ისრაელის სპეცსამსახურები.

როგორც გამოცემა წერს, ოპერატიული სახის წარუმატებლობები და სისუსტეები ისრაელის უშიშროების სამსახურების ლოჯისტიკურ და სადაზვერვო შეცდომებთან ერთად აღმოჩნდა მიზეზი, რის გამოც ღაზის სექტორიდან სამხრეთ ისრაელში შეჭრა შესაძლებელი გახდა.

თეგები: ისრაელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved