• რეკლამა
  • კონტაქტი
00:24, ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კაცმა, რომელმაც 14 წლის ცოლი მოკლა, დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია – გამოძიების დეტალები

ალია ავტორი - ალია
09:53 10-11-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
155

ალიმ ასლანოვის მამამ, სამართალდამცველებისგან შეიტყო რომ 14 წლის აითაჯ შახმანოვას მკვლელობისთვის ძებნილი შვილი, უკვე დაკავებულია. მშობელი მედიასთან ამტკიცებდა, რომ 6 ოქტომბრის შედეგ 27 წლის მამაკაცი არ უნახავს და არც ის იცოდა სად იმალებოდა , მძიმე დანაშაულში ბრალდებული.

არსებული ინფორმაციით,14 წლის აითაჯ შახმანოვის მკვლელობისთვის ბრალდებული სოფელ უდაბნოში, ტყეში იმალებოდა . როდესაც დაინახა, რომ ადგილზე სამართალდამცველები მობილიზდნენ, მიმალვა ვეღარ შეძლო და ტყიდან გამოვიდა. ძებნილი ალიმ ასლანოვის დასაკავებლად ადგილზე სპეცოპერაცია ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით მას თან ჰქონდა ის ცეცხლსასროლი იარაღი , რომლითაც არასრულწლოვანი გოგონა სამი გასროლით მოკლა. იარაღი პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. სოფელ უდაბნოში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეო მასალა შინაგანს საქმეთა სამინისტრომ დღეს ოფიციალურად გაავრცელა.

სამართალდამცველები, დაკავების ღონისძიებამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურ სამძებრო- საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ. მობილიზებულები იყვნენ ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო 14 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული მიმალულიყო. კონტროლდება საზღვრებიც. ალიმ ასლანოვი ახლა უკვე პენიტენციურ დაწესებულებაშია შესახლებული. განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარების მუხლით, 27 წლის კაცს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა, თელავის რაიონულმა სასამართლომაც. ბრალდებულს ჰყავს ადვოკატი, თუმცა საქმის დეტალებზე ,როგორც თავად ამბობს დაკავებულის ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პატიმარი დუმილის უფლებას იყენებს.

სოფელ უსეინქენდში 14 წლის აითაჯ შახმანოვი იზრდებოდა, მანამდე სანამ მას გავრცელებულ ინფორმაციით, ქორწინების მოტივით მოიტაცებდნენ და სოფელ ლამბალოში წაიყვანდნენ. ეზოც და სახლის კარიც ახლა დაკეტილია. მოკლული გოგონას ოჯახი ,დაკრძალვის შემდეგ იქ აღარ მისულა.

სწორედ ამ სახლთან ახლოს მდებარე საძოვრებიდან გაიტაცა 2 თვის წინ 14 წლის მოზარდი, ალიმ ასლანოვმა. გავრცელებული ვერსიით, არასრულწლოვანი პერიოდულად ცდილობდა 27 წლის მამაკაცისგან თავის დაღწევას, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო ტრაგედიის დღესაც. 6 ოქტომბერსაც ასლანოვმა გოგონას გაქცევის უფლება კვლავ არ მისცა და იარაღით მოკლა.

14 წლის აითაჯ შახმანოვი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. გამოძიება მის წინააღმდეგ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების მუხლით მიმდინარეობს. გამოძიება გრძელდება არასრულწლოვანის , შესაძლო იძულებით ქორწინების ფაქტზეც.

წყარო: “რუსთავი2”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved