• რეკლამა
  • კონტაქტი
14:55, ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წინა რეკომენდაციები გათვალისწინებული არაა – ვენეციის კომისია სასამართლო რეფორმაზე

ალია ავტორი - ალია
11:57 10-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
142

ვენეციის კომისია საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ახალ მოსაზრებას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ აქამდე გაცემული მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გათვალისწინებული არ არის.

“კომისია მიესალმება 2023 წლის ივნისში მიღებულ ზოგიერთ შესწორებას, ისევე როგორც 2023 წლის სექტემბრის ცვლილებებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ წინა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ჯერ არ არის გათვალისწინებული. კომისია მოუწოდებს ხელისუფლებას, მიყვეს რეფორმის სტრატეგიას დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე”. – აღნიშნავს ვენეციის კომისია თავის მოსაზრებაში.

ამასთან, მოსაზრების დასკვნით ნაწილში ჩამოთვლილია კომისიის მიერ მიმდინარე წლის მარტში შემუშავებული რეკომენდაციები.

“კომისიას სურს ხაზი გაუსვას პირველი საკვანძო რეკომენდაციის პრიორიტეტს, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას. ანალოგიური მოთხოვნა დააწესა ევროკავშირის კომისიამ თავის დასკვნაში საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განცხადებასთან დაკავშირებით. ეს რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული 2023 წლის ივნისის ცვლილებებში და არც 2023 წლის სექტემბრის ცვლილებებში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არაკეთილსინდისიერების შესახებ მუდმივი ბრალდებების ეფექტურად განხილვას, მისი უფლებამოსილებების, ფუნქციების, გადაწყვეტილების მიღების პროცედურებისა და წევრთა არჩევის წესის გადახედვას. კანონში შეტანილი მცირე ან ტექნიკური ცვლილებები არ დააკმაყოფილებს ამ რეკომენდაციას. რეფორმის პროცესი უნდა იყოს საფუძვლიანი და ინკლუზიური, ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართულობით”. – ნათქვამია ვენეციის კომისიის გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მეორე ძირითადი რეკომენდაცია შეეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო უფლებამოსილების შეზღუდვას მოსამართლეთა გადაყვანის ან სხვა სასამართლოში მივლინებისას. ვენეციის კომისიის განმარტებით, ეს რეკომენდაციაც რჩება უცვლელი.

“მესამე ძირითადი რეკომენდაცია იყო მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის გადახედვა. კომისია მიესალმება შესაბამის ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ ეს რეკომენდაცია შესრულებულია.

მეოთხე ძირითადი რეკომენდაცია იყო მოსამართლის მიერ “პოლიტიკური ნეიტრალიტეტის” პრინციპის დარღვევის გამო მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების შეზღუდვა. ეს რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულდა. თუმცა, 2023 წლის სექტემბრის ცვლილებების პროექტში შეტანილი წინადადებების მიღების შემთხვევაში, ამ რეკომენდაციების საკმარისად შესატყვისი იქნება.

მეხუთე ძირითადი რეკომენდაცია ეხებოდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო ხასიათის გაძლიერებას. ეს რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულდა და შემდგომი შესწორება შეიძლება განხორციელდეს, რათა ცალსახად ითვალისწინებდეს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა შეესაბამებოდეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც გასაჩივრების შემდეგ მიიღეს”. – აღნიშნავენ ვენეციის კომისიაში.

ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2023 წლის ივნისისა და სექტემბრის ცვლილებები პროექტები არ ეხება სხვა რეკომენდაციებს, რომელთა შორისაა: “უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატის ასაკობრივი კრიტერიუმების გამკაცრება; ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმი უზენაეს სასამართლოში წარდგენის პროცედურა; კანდიდატების ე.წ. “გადანაწილების” პროცედურაში კონკრეტული მოთხოვნების (მათ შორის, სპეციალიზაციის) დამატება; უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირება”.

“2023 წლის ივნისის ცვლილებები ეხებოდა შემდეგ რეკომენდაციებს: წევრის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვების არგუმენტების შეზღუდვას; იმ მომენტის გარკვევას, როდესაც დისციპლინური სამართალწარმოება დაწყებულად უნდა ჩაითვალოს; სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის პროცედურის გამარტივებას”. – ნათქვამია დოკუმენტში.

კომისიის მოსაზრებაში ასევე აღნიშნულია, რომ აღნიშნულ საკითხში ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებისა და საპარლამენტო ასამბლეის დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

თეგები: ვენეციის კომისია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი
ახალი ამბები

4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი

14:44 07-22-2026
სილქფესტი ულიმიტო პირობებს, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს სპეციალურ ფასად სთავაზობს მომხმარებელს!
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო პირობებს, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს სპეციალურ ფასად სთავაზობს მომხმარებელს!

12:19 07-22-2026
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved