• რეკლამა
  • კონტაქტი
02:07, ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შოვის საქმის ახალი დეტალები – “ერთ-ერთი ცხედარი ნაპოვნია არა ღვარცოფული მასის სიღრმეში, არამედ მასის ზედაპირზე”

ალია ავტორი - ალია
20:03 10-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,792

ფოტო – ნეტგაზეთი

PHR-ი აგრძელებს შოვის საქმეზე მუშაობას და ახალ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელსაც ‘ალია” უცვლელად გთავაზობთ:

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება

2023 წლის 22 სექტემბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა შოვის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციისას შემდეგი განცხადებები გააკეთა:

“აღნიშნულ მასაში რამდენიმე მეტრის მიწის ქვეშ მოყვნენ ადგილზე მყოფი ადამიანები. ამგვარი სიღრმის ქვეშ მათი სიცოცხლის გადარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.”

“ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო.”

აღნიშნული განცხადებების საფუძველზე PHR-მა მიმართა გენერალურ პროკურორს და კვლავ მოითხოვა შოვის საქმის გადაცემა პროკურატურისთვის გამოსაძიებლად.  

რა მტკიცებულებები დევს საქმეში

მაშინ, როდესაც გამოძიების მწარმოებელი ორგანოს ხელმძღვანელი აღნიშნულ განცხადებებს აკეთებდა საკანონმდებლო ორგანოში, დაზარალებულის უფლებამონაცვლის – ია მერებაშვილის (გარდაცვლილი დავით ბერიაშვილის დედა) ადვოკატები საქმის მასალებს ეცნობოდნენ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში.

2023 წლის 22 სექტემბრის მდგომარეობით სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა შემდეგი ინფორმაცია:

  1. რა სიღრმეში და რა მდგომარეობაში იქნა ნაპოვნი თითოეული გარდაცვლილი:

მაშველების მიერ პოვნის პროცესში ცხედრების დასურათება ზოგიერთ შემთხვევაში  არასათანადოდ იყო განხორციელებული. ზოგიერთ გარდაცვლილთან მიმართებით საერთოდ არ მომხდარა დასურათება. ზოგ შემთხვევაში კი გადაღებული იყო მდგომარეობა არა პოვნისას, არამედ ამოყვანის პროცესში. იმ შემთხვევებში, როდესაც გადაღებული იყო გარდაცვლილი პოვნის  მდგომარეობაში, აშკარად ჩანს, რომ  ერთ-ერთი ცხედარი ნაპოვნია არა ღვარცოფული მასის სიღრმეში, არამედ მასის ზედაპირზე ( სხეული ჰორიზონტალურ მდგომარეობაში). ამავდროულად, დადასტურებულია, რომ მაშველებს ან საგამოძიებო უწყების თანამშრომლებს შესაბამისი დოკუმენტები არ შეუდგენიათ,  სადაც დეტალურად იქნებოდა მითითებული გარდაცვლილთა პოვნის შესახებ ობიექტური მონაცემები, მათ შორის რა სიღრმეში იქნა ნაპოვნი ცხედრები.

  1. ცხედრების დაზიანების გამომწვევი მიზეზები:

ინტერპელაციის მომენტისთვის საქმეში არ მოიპოვებოდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. გასათვალისწინებელია, რომ 11 გარდაცვლილის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარებულა. ამ დრომდე არცერთი დაღუპულის გარდაცვალების დრო და მიზეზი დადგენილი არ არის. გარდა ამისა, საქმეში დადგენილი არ არის ცხედრების დაზიანება გამოწვეული იყო ღვარცოფული მასის ზემოქმედებით, ღვარცოფულ მასაში ცხედრების ხანგრძლივად დატოვებით თუ პოვნის პროცესში გამოყენებული ტექნიკური საშუალებით.

რა საფრთხეს ქმნის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საქმეზე წინასწარი დასკვნის გაკეთება

ვინაიდან გამოძიების მწარმოებელი ორგანოს ხელმძღვანელი, მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, წინასწარ აკეთებს გამოძიების შედეგების შესახებ იმგვარ დასკვნებს, რაც ცალსახად გამორიცხავს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა (მათ შორის იგულისხმება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) მხრიდან რაიმე გადაცდომას/დარღვევას, ეჭვქვეშ დგება გამოძიების ობიექტურობა და ყოველმხრივობა.

გათვალისწინებით იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის სუბორდინაციული უწყება, მინისტრის აღნიშნული განცხადებები ზეგავლენას ახდენს საქმისმწარმოებელ გამომძიებლებზე და მათთვის სავალდებულო მითითებად იქცევა, რაც განაპირობებს გამოძიების მიკერძოებულად და არასრულად წარმოებას.

გამომდინარე აქედან, მიგვაჩნია, რომ საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის – შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება გავლენას ახდენს გამოძიების მიმდინარეობასა და შედეგზე. შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორდეს სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქმე გამოსაძიებლად გადაეცეს პროკურატურას.

PHR აგრძელებს შოვის საქმეზე მუშაობას და პერიოდულად ახდენს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ

საქმეზე მუშაობენ ადვოკატები: ანა თავხელიძე და ანა არგანაშვილი

სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.

თეგები: შოვიშოვის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი
ახალი ამბები

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი

14:53 10-28-2026
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
ახალი ამბები

საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი

14:10 10-28-2026
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved