• რეკლამა
  • კონტაქტი
12:59, შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სად იყო პრემიერ-მინისტრი? ხელში მაქვს კანონი, პრემიერს რა ვალდებულებები აქვს”– გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
18:16 09-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
152

„ქართული ოცნების“ დეპუტატების გაღიზიანება გიორგი ვაშაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, როდესაც დეპუტატმა შს მინისტრს კითხვით მიმართა – სად იყო პრემიერი შოვის ტრაგედიის ღამეს.

გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს სამი მთავარ კითხვაზე პასუხის გასაცემად – 1. პრევენციულად რა შეიძლებოდა, რომ გაკეთებულიყო. 2. როგორ იმართა სამაშველო ოპერაცია, 3. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი ტრაგედიის წინაშე არ აღმოჩნდეს ქვეყანა,

შს მინისტრმა თქვა, რაც არ უნდა გაკეთებულიყო, ვერავინ გადარჩებოდაო, და აბა, რისთვის არის ეს სისტემები შექმნილი? ეს ტრაგედია იმართა არასწორად თავიდან ბოლომდე. სამაშველო ოპერაციები რომ არასწორად იმართა, ეს იქედანაც ჩანს, რომ სამაშველო ოპერაციას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ვინმე აიღებდა პასუხისმგებლობას, იტყოდით, რომ ვერ ვმართე, პრემიერი აიღებდა პასუხისმგებლობას… ესაა ევროპული ღირებულებები. როცა ჯაშუში ფარცხალაძეა დასაცავი მთელი სისტემა მოქოქილია, როცა ხალხია დასაცავი, არაფერი ხდება.

შს მინისტრი გამოვიდა და რა გავიგეთ, რომ ყველაფერი ძალიან მაგრამ იყო, კარგად იყო, რომ ხარვეზი არ იყო. მჯეროდა, რომ რაღაც გულისტკივილს მოვისმენდი, რომ რაღაცით უკმაყოფილო იქნებოდით, სადღაც მეტის გაკეთება შეიძლებოდა და ვერ გააკეთეთ. არა, მტკიცება, რომ ყველაფერი მაგრად და სწორად იყო.

რამდენიმე საკითხს დავსვამ – ხელში მაქვს სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონი, თუ გაქვთ წაკითხული, დეტალურადაა გაწერილი, რა უნდა მოხდეს სტიქიური უბედურებების დროს – შსს-ს, სხვა უწყებებს, პრემიერს რა ვალდებულებები აქვს… მუხლობრივად რომ გაიაროთ ეს კანონი, თავიდან ბოლომდე ყველა მუხლია დარღვეული.

კითხვა ნომერი ერთი – სად იყო პრემიერ-მინისტრი, ამხელა სტიქია მოხდა, სად იყო, რატომ არ ჩავიდა ადგილზე, რატომ არ დაუძახა ყველა უწყების ხელმძღვანელს. არ არის ეს ის თემა, სადაც ყვირილი რამეს მოგიმატებთ. კარგი იქნებოდა, მაშინაც ასეთი აქტიურები ყოფილიყავით და მოგეწოდებინათ ჩასვლა. მე სად ვიყავი და მე ვიყავი ის, ვინც მოუწოდებდა პრემიერს, ადგილზე ჩასვლისკენ. მის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, პირველიო ჩავიდოდი.

ზუსტად იმ ღამეს პრემიერი შოვში არ ჩასულა. ჩავიდა მეორე დღეს რამდენიმე წუთით, შეხვდა რამდენიმე ადამიანს და დატოვა ტერიტორია. პასუხისმგებლობა იყო პრემიერის და უნდა ჩასულიყო და დაეძახა ყველა უწყების ხელმძღვანელისთვის.

როცა ქვეყანაში არის კრიზისი, სჭირდება კომპლექსური მართვა, პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა უწყება უნდა მუშაობდეს. პრემიერის ვალდებულება არის შეკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და ყველა სამინისტროს შორის გაანაწილოს ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, მისცეს მინისტრებს დავალებები,“ – ამბობს ვაშაძე.

“ვაშაძე გაილახება”; “ნაბი@ვარი” – რა რეპლიკები მოჰყვა შს მინისტრისთვის დასმულ კითხვას

თეგები: გიორგი ვაშაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved