• რეკლამა
  • კონტაქტი
20:57, ოთხშაბათი, 6 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლევან ხაბეიშვილი: ოთარ ფარცხალაძე საქართველოში სტრატეგიულ ობიექტებს აკონტროლებს

ალია ავტორი - ალია
12:44 09-19-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
396

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ქვეყნის არაერთ საკვანძო უწყებას აკონტროლებს.

კერძოდ, ენმ აცხადებს, რომ ფარცხალაძის გავლენის ქვეშაა საუბრობს ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, საბაჟო და ფინანსური პოლიცია. ასევე ხაბეიშვილის თქმით, ყოფილი მთავარი პროკურორი ასევე აკონტროლებს ფოთისა და ბათუმის პორტებს, საიდანაც, სავარაუდოდ, ხდება სანქცირებული ტვირთების გატარება.

ნაცონალური მოძრაობის თავმჯდომარის თქმით, სანქცირებული ფარცხალაძე ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურსა და საბაჟო დეპარტამენტს ვლადიმერ ხუნდაძის მეშვეობით განაგებს.

“ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ამ ჯაშუშურ საქმიანობაში, ცხადია, მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი. უჩა მამაცაშვილის დახმარებით მიიღო სწორედ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა.

FSB-ს აგენტები ფარცხალაძე და ლილუაშვილი ქვეყანაში აკონტროლებენ სტრატეგიულ ობიექტებს, მათ შორის, მათი ლობირებით დაინიშნა ბათუმის ნავთობტერმინალში საეჭვო წარსულის მქონე, რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირი გივი ქუთათელაძე, რომელიც პორტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მოგვევლინა რამდენიმე თვეა”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მტკიცებით, FSB-ს მოთხოვნისა და ოთარ ფარცხალაძისა და გრიგოლ ლილუაშვილის ლობირებით, ბათუმის პორტში სახელმწიფო დაცვის ფუნქცია სოსო ალავიძემ აიღო.

რაც შეეხება ფოთის პორტის ნავთობტერმინალებს, ხაბეიშვილის თქმით, მათ აკონტროლებს ფარცხალაძე გრიგოლ ლილუაშვილის დახმარებით, რომელიც ასევე ხელს უწყობს სანქცირებული Petrocas-ის ნავთობის შემოტანას საქართველოში და მის ტრანსპორტირებას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

(ვიდეო) – “13 მაისს აპლიკაციები 24 საათით გაითიშება”– ტაქსის მძღოლთა პროტესტის შემდეგი ნაბიჯი ცნობილია
ახალი ამბები

(ვიდეო) – “13 მაისს აპლიკაციები 24 საათით გაითიშება”– ტაქსის მძღოლთა პროტესტის შემდეგი ნაბიჯი ცნობილია

19:27 05-06-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ახალი ამბები

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

14:18 05-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:12 05-06-2026
თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები

20:19 05-05-2026
სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში
ახალი ამბები

სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში

16:29 05-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved