• რეკლამა
  • კონტაქტი
15:43, პარასკევი, 9 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გურიაში მეწყრული პროცესების შედეგად 35 ოჯახი გასახლებას ექვემდებარება” – გეოლოგიის დეპარტამენტი

ალია ავტორი - ალია
16:46 09-10-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
314

გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ოთარ ქურციკიძის თქმით, 9 სექტემბრის მონაცემებით, გურიის რეგიონში მეწყრული პროცესების შედეგად, 35 ოჯახი გასახლებას ექვემდებარება. როგორც ქურციკიძე ამბობს, შესაბამისი კვლევები და საცხოვრებელი სახლების შეფასება ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში ისევ გრძელდება.

“8 სექტემბერს მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა გურიის რეგიონში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვია. კონკრეტულად, ლანჩხუთისა და ოზურგეთის დასახლებულ პუნქტებში. ჩვენი გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი 8 სექტემბრიდანვე ადგილზე იმყოფება და ოპერატიულ რეჟიმში ახორციელებს შესაბამის კვლევებს. საკმაოდ ბევრი საცხოვრებელი სახლია დაზიანებული, ასევე ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურა. 9 სექტემბრის მონაცემებით, 80 ოჯახის საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი შეფასდა. წინასწარი შეფასებით, 35 მათგანი ექვემდებარება გასახლებას.

შესაბამისი კვლევები გრძელდება. შეფასებული საცხოვრებელი სახლების რაოდენობა გაიზრდება. ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში გარემოს ეროვნული სააგენტოს 8 საველე ჯგუფია განაწილებული. გვაქვს სრული კოორდინაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან და ყველა მომართვაზე ვრეაგირებთ, ადგილზევე ხდება ვითარების შეფასება. თითოეული ამ საცხოვრებელი სახლისთვის და საკარმიდამო ნაკვეთისთვის მომზადდება შესაბამისი დასკვნები.

ყოველწლიურად ვახორციელებთ შესაბამის კვლევებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე, მუნიციპალიტეტების და მოსახლეობის მომართვის საფუძველზე, მათ შორის გურიის რეგიონშიც. კვლევები ქვეყნდება შესაბამის საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტინში და ეგზავნებათ მუნიციპალიტეტების უწყებებს თითოეულ დასახლებულ პუნქტზე, სად რა ტიპის პროცესია განვითარებული და რა რეკომენდაციები გავატაროთ”,- ამბობს ქურციკიძე [ საზოგადოებრივი მაუწყებელი]

შეგახსენებთ, რომ გურიაში სტიქიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 2 ბავშვია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება

14:22 10-09-2026
მიზნიდან შედეგამდე – თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის – FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

მიზნიდან შედეგამდე – თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის – FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა

13:32 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved