• რეკლამა
  • კონტაქტი
14:41, კვირა, 25 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

“ჩავალ ახლა მე ბუნკერში, ნინო უკვე იქ არის” – რას წერს კიევიდან ნიკოლოზ რაჭველი

ალია ავტორი - ალია
02:41 08-26-2023
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,589

მუსიკოსი, ნიკოლოზ რაჭველი:

“აქ, უკრაინაში, ასეთი განგაში ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია… დღის მანძილზე ვხვდებით მოქალაქეებს, ქუჩაში მოსიარულეებს, გვემადლიერებიან, სიყვარულს გვიხსნიან, აცრემლებულნი გვიყვებიან თავიანთ მდგომარეობაზე, ყველას ერთი ახლობელი, ოჯახის წევრი ან უბრალოდ ნაცნობი მაინც ყავს, ვინც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის… ჩემთვის ახლა აქ ყოფნა ემოციურად კიდევ უფრო დამძიმებულია შოვის ტრაგედიით, რომელსაც ყოველი ახალი ნაპოვნი ცხედარის ამოცნობის ამბის გაგება და გააზრება განაპირობებს… და კიდევ იცით რაზე ვფიქრობ?
კიევში ჩვენი ყოფნის ამსახველ ფეისბუქ სტატუსებზე მრავალ დადებით გამოხმაურებას გამოერევა ხოლმე ისეთიც, სადაც გვძრახავენ, გვლანძღავენ ან გვაქილიკებენ, მერე ასეთი კომენტარების ავტორთა კედელზე გადავდივარ და მაშინვე ყველაფერს ნათელი ეფინება, ერთნი ღიად პროსულები და მეორენი ერთგვარი “მორწმუნენი” არიან, ხატებით რომ აქვთ სავსე ავატარი…
ყველა საზოგადოებას ყავს განსხვავებული ხედვის წარმომადგენლები, სიტყვის თავისუფლების აუცილებლობა ჩემთვის კონსტიტუციაზე მაღლაც დგას, მაგრამ სამშობლოსადმი მოღალატეობრივი დამოკიდებულება მაინც მანადგურებს და ვერაფრით ვეგუები. ყველას გვაქვს დაშვებული შეცდომები, უცოდველი არ მგონია ვინმე იყოს გარშემო, მაგრამ პუტინი, მისი რეჟიმი, აგრესია, მკვლელობა, პროპაგანდა და იდეოლოგია ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაგმობილი რომ არ არის ჩვენს ერში (ცხადია მაინც მცირე ნაწილს ვგულისხმობ, საბედნიეროდ!) ამაზე მეტად არაფერი მიკლავს გულს…
ჩავალ ახლა მე ბუნკერში, ნინო უკვე იქ არის.”

“ყველა ლოგიკით ახლა ბათუმში უნდა ვიყო, ფაქტი კი ასეთია…” – რას წერს ნიკოლოზ რაჭველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved