• რეკლამა
  • კონტაქტი
02:45, ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არ ვიღებთ დირექტორს, რომელმაც ხმა მისცა “რუსულ კანონს” – მწერლები ქეთევან დუმბაძის წინააღმდეგ

ალია ავტორი - ალია
17:40 08-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,163

ქართველი მწერლების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ისინი მწერალთა სახლში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ავრცელებენ, ვკითხულობთ:

 

“მწერალთა სახლი ქართული ლიტერატურული პროცესის ცენტრალური ინსტიტუციაა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მიერ საქართველოს გარშემო შექმნილი იზოლაციური კედლის ნგრევას, უზრუნველყოფს საქართველოს კულტურულ ჩართულობასა და მონაწილეობას სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო პლატფორმაზე.
ქართული ლიტერატურისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას, დღიდან მისი დაარსებისა ხელმძღვანელობდა ნატალია ლომოური, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში, მწერალთა სახლის გუნდთან ერთად ქმნიდა და ახორციელებდა უმნიშვნელოვანეს პროექტებს ქართული ლიტერატურისა და ზოგადად ქართული კულტურისთვის.
ყველა ადამიანის საქმიანობაზე შეიძლება არსებობდეს განსხვავებული აზრი, ყველა ინსტიტუციის ხელმძღვანელი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ სახელმწიფოს მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურში ადამიანის მიერ გაწეული შრომა ყოველთვის იყოს სათანადოდ დაფასებული და აღიარებული. ასევე მნიშვნელოვანია ისეთი საერთო ეროვნული ინტერესების მატარებელი სფეროები როგორიცაა კულტურა, განათლება და ეროვნული უსაფრთხოება ყოველთვის თავისუფალი იყოს ვიწრო პოლიტიკური და პარტიულ-ჩინოვნიკური ჩარევებისა და გადაწყვეტილებებისგან. შესაბამისად, ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ხელმძღვანელის დაკავებული პოზიციიდან გაშვება და ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა სფეროში მომუშავე ადამიანებთან კონსულტაციის გარეშე, ვიწროპარტიული ხედვითა და დახურულ კარს მიღმა, სრულიად შეუთავსებელი, მიუღებელი და წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელია ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის.
როდესაც კულტურის მინისტრს არ შეუძლია ელაპარაკოს ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებს, არ აქვს სურვილი მივიდეს მწერალთა სახლში, დააფასოს და აღიაროს მისი თანამშრომლების მიერ ათი წლის განმავლობაში გაწეული უზარმაზარი შრომა, ის კარგავს ლეგიტიმაციას.
მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პარტიული კუთვნილების ნიშნით შეარჩიოს და ერთპიროვნულად დახურულ კარს მიღმა დანიშნოს ისეთი ინსტიტუციის ხელმძღვანელი, როგორიცაა მწერალთა სახლი, კატეგორიულად მიუღებელია. ის წარმოადგენს საბჭოთა ტოტალიტარული ტრადიციის ამაზრზენ გამოხატულებას და დამაზიანებელია ქართული კულტურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის.
ჩვენ, ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურულ სფეროში დასაქმებული ადამიანები ვუცხადებთ დაუმორჩილებლობას კულტურის სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც ატარებს არადემოკრატიულ, საბჭოთა, ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს. შესაბამისად, ჩვენ არ ვიღებთ ახალ დირექტორს, რომელმაც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ხმა მისცა “რუსულ კანონს”. არ ვაღიარებთ საბჭოთა მეთოდებით ლიტერატურულ ცხოვრებასა და პროცესებში ჩარევას. მოვითხოვთ, შეიქმნას მწერლების მიერ გამოყოფილ სამუშაო ჯგუფთან ერთად კომისია, რომელიც შეარჩევს მწერალთა სახლის დირექტორის კანდიდატს და შეიმუშავებს ახალ მართვა-გამგეობის დოკუმენტს, რომ მომავალშიც ავიცილოთ ერთპიროვნული და პარტიული გადაწყვეტილებებით მწერალთა სახლის მუშაობაში ჩარევა.” ნათქვამია მწერლების ერთობლივ განცხადებაში.

ხელმომწერები:

იაკი კაბე
გვანცა ჯობავა
ლაშა ბუღაძე
რატი მუჯირი
ნინა სურამელაშვილი
რატი ამაღლობელი
დარეჯან კიკოლიაშვილი
გია გოკიელი
გიორგი შონია
შორენა ლებანიძე
ბუბა კუდავა
მაკა კასრაძე
ნათია გიორგაძე
ნათია ორმოცაძე
მაშო სამადაშვილი
თაკო ლონდარიძე
ელენე ჯაფარიძე
თამარ კორკოტაშვილი
დალილა გოგია
მანანა მათიაშვილი
ანი მილაშვილი
თინა მამულაშვილი
თეკლა ქველაძე
თაკო კიკვაძე
ნატო გორდელაძე
დათო გორგილაძე
რუსუდან რუხაძე
ნატო ალხაზიშვილი
მაია ბადრიძე
მაია ცირამუა
ეკატერინე ტოგონიძე
ივა ფეზუაშვილი
შოთა იათაშვილი
ნატო კვარაცხელია
ბექა ადამაშვილი
ინგა ჟღენტი
ბელა ჩეკურიშვილი
ლელა კურტანიძე
მაია კუდავა
ზვიად კვარაცხელია
თამთა მელაშვილი
ბესო სოლომანაშვილი
ირაკლი სოლომანაშვილი
მაგდა ნოვაკოვსკა
კოკა ქამუშაძე
ნიკოლოზ აგლაძე
ზურა პაპიაშვილი
ბათუ დანელია
თეონა დოლენჯაშვილი
ნინია ნადირაძე
ქეთი ქანთარია
მაია ლიპარტელიანი
სალომე ბენიძე
გიორგი ხარაიშვილი
ირინე ჭოღოშვილი
მაიკო დანელია
ლელა კოდალაშვილი
ია ჯინჭარაძე
ნინი ელიაშვილი
სოფიო კუბლაშვილი
მაკო ჯანჯიბუხაშვილი
მაია ალუდაური
მაკა ლდოკონენი
ზაალ ანდრონიკაშვილი
გაგა ნახუცრიშვილი
თორნიკე სიბაშვილი
ანა კოპალიანი
თამარ კვიჟინაძე
ეკა ქევანიშვილი
ლელა დუმბაძე
ნიკა ლაშხია
ლანა კალანდია
ირაკლი ლომოური
ხათუნა თავდგირიძე
სანდრო ნავერიანი
ნუკა ღამბაშიძე
ანი ყიასაშვილი
მარიამ კვიციანი
ამირან რამიშვილი
თინათინ ბერიაშვილი
ტორესა მოსი
წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი “გრანელი”
ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5

თეგები: ქეთი დუმბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved