• რეკლამა
  • კონტაქტი
19:17, კვირა, 14 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნარკოტიკული დანაშაული 1 წელში 41%-ით არის გაზრდილი – SJC

ალია ავტორი - ალია
14:09 08-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
122

არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” ყოველწლიური ანგარიში წარადგინა საქართველოს ნარკოპოლიტიკის შესახებ.

ორგანიზაციის ინფორმაციით, წინა წლების მსგავსად, ნარკოპოლიტიკის სისტემური რეფორმების საკითხი არც 2022 წელს წარმოადგენდა პოლიტიკურად აქტუალურ საკითხს და საანგარიშო პერიოდში არ განხორციელებულა რაიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები.

როგორც კვლევით ირკვევა, 2022 წელს რეგისტრირებული ნარკოტიკული დანაშაულის ჯამური მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით, 41%-ით არის გაზრდილი. 2022 წელს 5,471 ნარკოდანაშაული დარეგისტრირდა, 2021 წელს კი ეს მაჩვენებელი 3,873-ს შეადგენდა.

ორგანიზაციის განმარტებით, მზარდი სტატისტიკა პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების მოხსნით არის განპირობებული, თუმცა, შესაძლოა, არსებობდეს დამატებითი ფაქტორებიც, რომლებიც გავლენას ახდენს მაჩვენებელზე.

2019-2022 წლებში რეგისტრირებული ნარკოტიკული დანაშაულის ჯამური და გახსნის პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოიყურება:

SJS-ს ცნობით, წინა წლების მსგავსად, 2022 წელს, ნარკოტიკული დანაშაულებიდან ყველაზე გავრცელებული იყო: 

  • ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება შეძენა, შენახვა (სსკ-ის 260-ე
  • მუხლი) – 2723 რეგისტრირებული დანაშაული
  • კანაფის/მარიხუანის უკანონო შეძენა/შენახვა (სსკ-ის 2731ე მუხლი) – 1562 რეგისტრირებული დანაშაული
  •  ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა, მოყვანა, კულტივირება (სსკ-ის 265-ე მუხლი) – 953 რეგისტრირებული დანაშაული.

ამასთან ერთად, ირკვევა, რომ 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ნარკოტიკულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი.

2022 წელს ნარკოტიკული დანაშაულებიდან ყველაზე ხშირად სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო:

  • სსკ 260-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე (ნარკოტიკული საშუალების/მისი ანალოგის/პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა) – 1455-ჯერ
  • სსკ 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება) – 241-ჯერ
  • სსკ 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ) – 462-ჯერ
  • სსკ 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე (მცენარე
  • კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა) – 230-ჯერ

როგორც კვლევით დადგინდა, საქართველოს მოქმედი ნარკოკანონმდებლობა პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე მეტად კვლავ სადამსჯელო მექანიზმების გამოყენებასა და მიწოდების შეზღუდვისკენაა მიმართული და კანონმდებლობა კვლავ საჭიროებს დახვეწას.

ამასთან ერთად, საანგარიშო წელს ნარკოტიკული დანაშაულებში მსჯავრდადებულ პირებს ყველაზე ხშირად პირობითი სასჯელი ენიშნებათ.

თეგები: ნარკოდანაშაულინარკოტიკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved