• რეკლამა
  • კონტაქტი
10:09, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ცოლის შარდით დამუშავებული დამწვრობით მომიყვანეს მამაკაცი, შეუგროვებიათ და აბაზანები გაუკეთეს…” – გუგა ქაშიბაძე

ალია ავტორი - ალია
21:11 07-28-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,351

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე­, კვირის პალიტრასთან, ამბობს:

 

ამწუთას 7 პაციენტი მიწევს დამწვ­რობის ცენტრში მზისგან დამწვარი. აქედან 5 მოზრდილია, 2 კი ბავშვი. როდესაც მშობლები ირუჯებიან, პატარები თვალსა და ხელს შუა დამწვრობას იღებენ. საქართველოში კი ამბობენ, D ვიტამინს ვიღებო, მაგრამ ჩვენ ისეთ კლიმატურ სარტყელში ვცხოვრობთ, სპეციალურად წამოწოლა და მზის სხივების მიღება D ვიტამინის გამოსამუშავებლად არ გვჭირდება. მზე რომ სასარგებლოა, არასწორი აზრია.

მესმის, ნამზეური სილუეტს უფრო ლამაზს აჩენს, უფრო გამხდარსაც, პატარ-პატარა ნაკლს ფარავს, ლამაზ თვალებს კვეთს… დიახ, ნამზეური მოდურია, ამას ვერ გავექცევით, გოგონებს გარუჯული მამაკაც­ები მოსწონთ, მამაკაცებს – გარუჯული გოგონები.

სოლარიუმი ძალიან ბევრ ქვეყანაში აკრძალულია. ბევრგან არასრულწლოვნები­ არ დაიშვებიან, ჩვენთან კი აკრძალული არაა. მე არ მიმაჩნია სწორად სოლარიუმში გარუჯვა. მნიშვნელობა არა აქვს, კვირაში ერთხელაც რომ მივიდეთ არასასიკეთო გავლენას მაინც ახდენს ჩვენს ორგანიზმზე. მართალია, შედარებით ნაკლებად იწვებიან სოლარიუმში, ვიდრე მზეზე, მაგრამ დამწვრობის შემთხვევები მაინც გვაქვს.

უცხოეთში პლაჟზე ვერ ნახავთ ვერავის მზისგან დამცავი კრემის გარეშე. სასურველია ორ საათში ერთხელ მთელ სხეულზე­ წასმა, მით უმეტეს, თუ წყალში­ ხშირად ჩავდივართ. უცხოეთში მზისგულზე ბავშვს­ ვერ დაინახავთ, თუ ქუდი არ ახურავს­ და მაქსიმალურად დახურული საცურაო კოსტიუმი არ აცვია, ჩვენთან კი პირიქით არის. ნაცვლად იმისა, მაქსიმალურად დაიცვან ბავშვის კანი მზისგან, შიშვლებს ატანტალებენ.

მზეზე დამწვრობა ისეთი დაზიანებაა, არაფერიც რომ არ წავისვათ, ორგანიზმს აქვს იმის რესურსი, რომ (თუ არ მოხდა­ დაინფიცირება) თავისით შეხორცდეს. ამიტომ საერთოდ რომ არაფერი წაგვესვა, თავისითაც მოშუშდებოდა დამწვრობა. თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება, მზეზე დამწვრობას ახლავს გართულებები, ინფექციები…

ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან ბევრი დაავადების დროს მზეზე გასვლა აკრძალულია. გარდა ამისა, ხშირად გარუჯვა იწვევს ნაადრევ დაბერებას, ნაოჭების წარმოშობას, კანის გამოშრობას და ა.შ. ერთ კონფერენციაზე გვაჩვენეს ცხელ ქვეყანაში მცხოვრები მძღოლის სახის ის ნახევარი, რომელიც ხშირად ხვდებოდა მზეზე, როგორ განსხვავდებოდა მეორე ნახევრისგან, ნაადრევად ჰქონდა დაბერებული. ისეთი შთამბეჭდავი ფოტო იყო, ახლაც თვალწინ მიდგას.

ყოფილა შემთხვევა, როდესაც ცოლის შარდით დამუშავებული დამწვრობით მომიყვანეს მამაკაცი. შეუგროვებიათ და აბაზანები გაუკეთეს… რა გითხრათ, ადამიანის ფანტაზიას საზღვრები არ აქვს.

5 საათის შემდეგ მზე შედარებით უსაფრთხოა, დილით კი 11 საათამდე უნდა გავიდეთ. თვალებიც ხშირად ზიანდება მზეზე ყოფნისას და კარგი იქნება ხარისხიანი სათვალე მოიხმაროთ. ბევრს ჰგონია, ქოლგის ქვეშ არ ირუჯება, მაგრამ ასე არაა. თუ მაინცდამაინც საფუძვლიანად გარუჯვა გვინდა, პირველი 2 გასვლაა საფრთხილო. ამ დროს მცირე დოზით უნდა ვიყოთ მზეზე და მხარი ხშირად ვიცვალოთ.

მზეზე ყოფნისას ორგანიზმში ენდორფინი გამოიყოფა და ამიტომაც გარუჯვის პროცესი სიამოვნებასთან არის დაკავშირებული.

თეგები: გუგა ქაშიბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა

10:44 11-06-2025
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved