ბათუმში 70 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ე.წ. ქობულეთის კლასტერს წარმოადგენს. ინფიცირებული კლინიკა „მედალფაში“ გადაჰყავთ.
„180 გამოკვლეულიდან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი. 70 წლის ქალი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. იგი თვითიზოლაციაში იყო და მხოლოდ ოჯახის ერთ წევრთან ჰქონდა კონტაქტი“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ.
ე.წ. ქობულეთის კლასტერი ამ დროისთვის 35 პაციენტისგან შედგება.
კომენტარები