• რეკლამა
  • კონტაქტი
14:32, ოთხშაბათი, 25 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იტალიის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

ალია ავტორი - ალია
14:10 07-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
138

იტალიის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. შესაბამის რეზოლუციას იტალიის სენატის 130-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 4-მა კი თავი შეიკავა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ 1932-1933 წლებში სსრკ-მა იოსებ სტალინის მეთაურობით, “მოახდინა შიმშილის განზრახ პროვოცირება, რამაც მილიონობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია”.

“ჰოლოდომორისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ საბჭოთა დანაშაულების გახსენება დღეს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს რუსული შეჭრისა და უკრაინის ეროვნული იდენტობის წაშლის განახლებული მცდელობების ფონზე”- ნათქვამია რეზოლუციაში.

ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად უკვე 30-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტმა აღიარა.

2023 წლის გაზაფხულზე ამ შინაარსის რეზოლუციები მიიღეს ბელგიაში, ისლანდიაში, სლოვაკეთში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში.

ჰოლოდომორი საბჭოთა რეჟიმის მიერ 1932-33 წლებში ხელოვნურად გამოწვეული შიმშილი იყო, რომელსაც სავარაუდოდ 3.5 – 5 მილიონი უკრაინელი ემსხვერპლა. ჰოლოდომორი ზოგადი საბჭოთა მასობრივი შიმშილის (1931-34) ნაწილი იყო. უკრაინაში შიმშილი ბევრად მომაკვდინებელი იყო, რისი მიზეზიც პოლიტიკური განკარგულებები და გადაწყვეტილებები გახდა, რომლებიც უკრაინას მიემართებოდა. შიმშილის მასშტაბების აღიარების მიზნით 1932-33 წლებში შიმშილს უკრაინაში ჰოლოდომორს უწოდებენ – ტერმინი ორი უკრაინული სიტყვის ნაერთია: შიმშილი (ჰოლოდ) და განადგურება (მორ).

მასშტაბური შიმშილი 1929 წელს საბჭოთა ლიდერის, იოსებ სტალინის სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციის პოლიტიკის შედეგი იყო. კოლექტივიზაციამ წარმოების ვარდნა, სოფლის მეურნეობის დეზორგანიზაცია და საკვების დეფიციტი გამოიწვია, რასაც მოჰყვა გლეხების აჯანყება, მათ შორის შეიარაღებული აჯანყებები უკრაინის ზოგიერთ ნაწილში.

თეგები: უკრაინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას
ახალი ამბები

სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას

11:58 03-25-2026
თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved