• რეკლამა
  • კონტაქტი
13:45, პარასკევი, 16 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ თანამშრომლებს კომისიის ახალი წევრი წარუდგინა

ალია ავტორი - ალია
13:47 07-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
316

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საჯარო სხდომაზე სემეკის აპარატის თანამშრომლებს კომისიის ახალი წევრი, დავით თვალაბეიშვილი წარუდგინა.

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წევრთა ხმათა უმრავლესობით, დავით თვალაბეიშვილი კომისიის წევრის თანამდებობაზე 6 წლის ვადით აირჩა.

დავით თვალაბეიშვილს ენერგეტიკის სექტორში საქმიანობის 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. იგი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით ბაქო-სუფსის ნავთობსადენის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. დავით თვალაბეიშვილი მონაწილეობდა კასპიის რეგიონიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით სატრანზიტო მილსადენების პროექტების მოლაპარაკებებისა და განხორციელების საკითხებში, 2006-2007 წლებში მუშაობდა მსოფლიო ბანკის თბილისის ოფისში “Carbon Finance” პროექტების კოორდინატორად სამხრეთ კავკასიაში, 2008-2009 წლებში იყო ფონდ „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ ენერგეტიკული პროექტების დირექტორი, ხელმძღვანელობდა ფონდის მიერ საქართველოში მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციის პროექტებსა და საქართველოში გაზსაცავის მშენებლობის შესაძლებლობების შესწავლას, 2010-2012 წლებში იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თბილისის ოფისის
ენერგეტიკული პროექტების მენეჯერი, მუშაობდა მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციის პროექტებზე.

დავით თვალაბეიშვილი 2013-2018 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, 2018-2019 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე. იგი 2019 წელს დაინიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2021 წლის დეკემბრიდან ეკავა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის გენერალური დირექტორის თანამდებობა.

თეგები: როცა ბალანსი დაცულიასემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!

11:23 10-15-2026
რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved