• რეკლამა
  • კონტაქტი
23:13, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სემეკმა დებატების ეროვნული ტურნირის ფინალს უმასპინძლა

ალია ავტორი - ალია
17:25 06-28-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
479

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ, პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში დებატების ეროვნული ტურნირის ფინალი გაიმართა. ფინალური შეხვედრა სემეკის ოფისში გაიმართა, სადაც დებატებში გამარჯვებული მოსწავლეები, დებატების კლუბების ხელმძღვანელები და მასწავლებლები დაჯილდოვდნენ.

გამარჯვებულებს თემატური საჩუქრები გადასცეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის თავმჯდომარემ თინათინ ცერცვაძემ, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

დებატების ეროვნულ ტურნირში, რომლის ფინალური ეტაპი 27-28 ივნისს გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის დებატების კლუბების წარმომადგენლებმა. ტურნირის მიმდინარეობისას მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოში სასმელი წყლის ტარიფების საკითხებზე.

სემეკის თავმჯდომარემ დადებითად შეფასა დებატების ეროვნული ტურნირი და აღნიშნა, რომ ასეთ ტიპის ღონისძიებებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩართულობა ხელს უწყობს მათი ცნობიერების ამაღლებას აქტუალურ საკითხებზე: „სემეკი და სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აქტიურადაა ჩართული ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში. როგორც ცენტრის, ასევე სემეკის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების, სტუდენტების მუდმივ ინფორმირებულობას სემეკის რეგულირების ფარგლებში არსებულ საკითხებზე. მოხარული ვარ, რომ დღეს, სემეკში ვუმასპინძლეთ დებატების ეროვნული ტურნირის ფინალს. მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი სადებატო თემას, რომელიც შეეხებოდა სემეკის რეგულირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, წყალმომარაგების ტარიფებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას, კონსტრუქციული მსჯელობის, არგუმენტაციის უნარის, მასალების მოძიების, ორატორობის, გუნდური მუშაობის, დროის მენეჯმენტის ჩვევების ჩამოყალიბებას. დებატებში მონაწილეთა ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტისა და ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის წარმომადგენელებმა ტურნირის 700-მდე მონაწილეს გააცნეს წყალმომარაგების რეგულირების საკითხები და სატარიფო პოლიტიკა.

დებატების ეროვნული ტურნირი ჩატარდა სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით, პროექტ – „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

თეგები: როცა ბალანსი დაცულიასემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved