• რეკლამა
  • კონტაქტი
11:37, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია „ინაუგურაციის“ ფიცს კარანტინის პირობებში დადებს

ალია ავტორი - ალია
11:44 04-23-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

დღეს სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩეული ასლან ბჟანიას ინაუგურაცია გაიმართება. COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინის პირობებში, ბჟანია ე.წ. პრეზიდენტის ფიცს ადმინისტრაციის შენობის დარბაზში დადებს.

ცერემონიას პირველად არ დაესწრებიან უცხოელი სტუმრები, ამის შესახებ სააგენტო tass-ი იტყობინება.

დარბაზში იქნებიან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის და მთავრობის წევრები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელები, გენერალური პროკურორი, რუსეთის, „სამხრეთ ოსეთისა“ და დნესტრისპირეთის ელჩები, ასევე სასულიერო პირები.

დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დარბაზში 60 კაცზე მეტი არ შეიკრიბება და დაცული იქნება უსაფრთხოების ნორმები.

„პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ასამბლეის დარბაზში, უცხოელი სტუმრების მონაწილეობის გარეშე ჩაივლის, რადგან ღონისძიება ტარდება კორონავირუსის პანდემიის ფონზე. ინაუგურაციაზე წარმოდგენილნი იქნებიან პარლამენტის დეპუტატები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გენერალური პროკურორი, რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის ელჩები აფხაზეთში, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები და აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის და რესპუბლიკი მუსლიმთა ადმინისტრაციის წარმომადგენლები“,- ნათქვამია დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ასლან ბჟანიამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში 56.6%-ით გაიმარჯვა. ბჟანიამ 53 741 ამომრჩევლის ხმა მოიპოვა.

დე ფაქტო პრეზიდენტი, გავრცელებული ინფორმაციით, ფიცს აფხაზურ ენაზე დადებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved