• რეკლამა
  • კონტაქტი
11:41, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმ დღიდან დაიწყო შანტაჟი… ივანიშვილი ბოღმა ხასიათიდან გამომდინარე, ბოლომდე ცდილობს შენს განადგურებას” – რას წერს მარგველაშვილის ყოფილი თანამშრომელი

ალია ავტორი - ალია
16:35 06-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,531

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, პროფესორი, სოფია სიამანიდუ, წერს:

“ხუთი წელი ვიმუშავე პრეზიდენტ მარგველაშვილთან. მისი არჩევიდან სულ ორიოდ თვეში ერთერთი კანონის მიღების გადავადების გამო იგი წინააღმდეგობაში მოვიდა ივანიშვილთან (რომლის გარეშეც, ცხადია, პრეზიდენტი ვერ გახდებოდა). იმ დღიდან დაიწყო გაუთავებელი ბულინგი, შანტაჟი, შევიწროვება. საქმე იქამდე მივიდა, რომ ვიზიტებს უშლიდნენ და ბოლოს, ვადის გასვლის შემდეგ, საპრეზიდენტო პენსია და დაცვა მოუხსნეს. სპეციალურად მიაღებინა კანონი ივანიშვილმა ამის თაობაზე.

ამას იმიტომ ვწერ, რომ ივანიშვილს სჭირდება ერთმნიშვნელოვნად მონები. იგი ვერ იტანს მცირედ ურჩობასაც კი და მისი ბოღმა ხასიათიდან გამომდინარე ბოლომდე ცდილობს შენს განადგურებას. შეხედეთ დღევანდელ ქართულ ოცნებას. ერთი ადამიანიც კი არ მოიძებნება, ვინც ივანიშვილის წინააღმდეგ რამეს თუნდაც გაიფიქრებს.

ღარიბაშვილი, რომელიც თავის დროზე მოისროლა, მადლობებს უხდიდა ბრძნული ნაბიჯისთვის – შედეგიც დადგა, ისევ დააბრუნა უკან. ჰოდა, კი, პრეზიდენტ ზურაბიშვილზე ნამდვილად იქნებოდა წნეხი ევროპიდან, მაგრამ ეს შეთქმულების თეორიები, რომ ბიძინა ორმაგ თამაშს თამაშობს, პირველი – რომ ძალიან გადამეტებული წარმოდგენაა მის ინტელექტზე და მეორე – სალომეს უნდა იცნობდეთ კარგად.

ეს საოცრად ჯიუტი ქალია, თავისნათქვამა და კი, კომპრომისებზე მიდის, ომის დაწყებაც დაგვაბრალა (!), მაგრამ გვარამიას შემთხვევაში, ვფიქრობ, მისი პირადი გადაწყვეტილება იყო (ევროპელების დახმარებით გაკეთებული). არც ის მგონია, რომ 26 მაისს ნათქვამი სიტყვა ბიძინასთან შეეთანხმებინა. მოკლედ, ბევრი რომ არ ვწერო – ზოგჯერ ყველაფერი ისეა, როგორც ჩანს (ლევან ბერძენიშვილმა თქვა ეს ერთ გახმაურებულ ამბავზე) და აღარ უნდა ჭკუისკოლოფობა. ცოტა ფსიქოლოგია ვისაც ესმის და სხეულის ენაც, იმასაც შეამჩნევდა, რომ პრეზიდენტი ღელავდა, არ იყო ადვილი გადაწყვეტილება. შევეცადოთ, დავინახოთ სწორი ნაბიჯები, თუნდაც იმის მიერ გადადგული, ვინც არ მოგვწონს. ჰოდა, მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili”

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგიორგი მარგველაშვილისალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved