• რეკლამა
  • კონტაქტი
20:23, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ბევრი ამბობს – უფალი არ გაწირავს საქართველოსო… არა, ეს ნამდვილად ასე არ იქნება…” – დიმიტრი ხუნდაძე

ალია ავტორი - ალია
14:50 06-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
366

,,ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს:

„მსურს, განცხადება გავაკეთო იმ თემაზე, რაც ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს და ტრადიციულად მოაზროვნე პიროვნებას აშინებს, დიახ, აშინებს და არა მხოლოდ აღელვებს. საქმე ეხება თანამედროვე მსოფლიოში „ლგბტ“ თემის ისტერიულ, მიზანმიმართულ პროპაგანდას. ვერაფრით წარმოვიდგენდით იმას, რომ თუნდაც ამერიკაში, რუზველტის, ლინკოლნის, რეიგანის და სხვათა ქვეყანაში ამერიკის სახელმწიფო დროშას „ლგბტ“ ფერადი დროშა ჩაანაცვლებდა. აღარაფერს ვსაუბრობ სხვა ტრადიციულ და განსაკუთრებით, ორთოდოქსულ სახელმწიფოებზე. რა ხდება? რატომ არის ასეთი დაუნდობელი ბრძოლა მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც ტრადიციების, რწმენის, ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ? რაში სჭირდებათ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს ასეთი მასშტაბური პროპაგანდა და პოპულარიზაცია? ხომ ყველამ ვიცით, რომ მათ არავინ ეხება და მათ უფლებებს არავინ ზღუდავს. მათ არავინ ერჩის. მაშ რაში სჭირდებათ ეს ყველაფერი? განსაკუთრებით, დღეს, ამ ურთულეს გლობალურ პროცესებში?

პასუხი არც ისე მარტივია, რადგან სწორედ ადამიანის უფლებრივ დაცვას და დემოკრატიას ამოფარებულები შენიღბულად მოქმედებენ ახალგაზრდა თაობის გასარყვნელად, თუმცა უკვე ყოველგვარ ზღვარს გასცდნენ და შეეხნენ ბავშვებს, ყველაზე სუფთა ასაკს. ეს უკვე საგანგაშოა! ამის იქით მხოლოდ უფსკრულია, საითკენაც მიაქანებენ ჩვენს ქვეყანას. საქართველოში ბავშვებს დედა ენას ურიგებენ და არა ერთსქესიანთა ოჯახური ცხოვრების წესებს აცნობენ, რაც არ უნდა კარგად იყოს ეს ნამღერი. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ბევრი ამბობს – უფალი არ გაწირავს საქართველოსო. არა, ეს ნამდვილად ასე არ იქნება, თუკი ჩვენ თავად გავწირავთ ჩვენს ქვეყანას და არ დავიცავთ საკუთარ შვილებს. დღეს ქართულ პოლიტიკაში ცოდნისა და უმეცრებისა, რწმენისა და უღმერთობის, სიკეთისა და ბოროტების ორთაბრძოლაა. სამწუხაროდ, ბოროტი ძლიერია – იმდენად ძლიერი, რომ ქართველებს (არა უმრავლესობას, მაგრამ მაინც ქართველებს) საკუთარი ხელით ანადგურებინებს საკუთარ ქვეყანას, თუმცა არც ისეთი ძლიერნი არიან, რომ ამ ქვეყნის გაქრობა შეძლონ.

თუკი ამერიკის პრეზიდენტს „ლგბტ“ თემის წარმომადგენლების ხმები, სხვა მიზნებთან ერთად, არჩევნების მოსაგებად სჭირდება, საქართველოში ამის პროპაგანდა სიტუაციის ასარევად, ყველაზე ხელუხლებელი – რწმენის გასანადგურებლად და ქართული სინდისის გასაქრობად სურთ. ახლოვდება ივლისი და დაანონსებულია „ლგბტ“ პრაიდი, ზუსტად ამერიკის დამოუკიდებლობის დღის პერიოდში, ალბათ მათი მფარველობის იმედით.

მივმართავ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს – თქვენ საქართველოში მართალია, საპატიო დიპლომატიური მისიით ბრძანდებით და გიდასტურებთ პატივისცემას, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სტუმრები ხართ. მიუხედავად თქვენი აუცილებელი და საჭირო სტუმრობისა ჩვენს ქვეყანაში, სტუმრები ვერ შეცვლიან საქართველოში მასპინძლის ადათ-წესებს.

ჩვენ არავისგან გვესწავლება ტოლერანტობა და არც არავისგან მივიღებთ ამაზე მითითებებს. იმედს ვიტოვებ, რომ „ლგბტ“ თემას, ევროკავშირის წევრის სტატუსის მინიჭების პროცესში, შანტაჟის კიდევ ერთ იარაღად არ გამოიყენებთ, და თუ მაინც შეეცდებით, საზოგადოებისგან პასუხი იქნება შესაბამისი. ეს ქვეყანა სწორედ ღირსებით, რწმენის და ტრადიციების პატივისცემით მოვიდა აქამდე. ჩვენ დღეს, მის მომავალს ფერად წერტილს ვერავის დავასმევინებთ“

თეგები: დიმიტრი ხუნდაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved