• რეკლამა
  • კონტაქტი
15:00, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ შემიძლია” – ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე

ალია ავტორი - ალია
18:03 06-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
518

სალომე ზურაბიშვილი პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხობს ფრანგულ მედიასთან, LCI-სთან ინტერვიუში და ამბობს:

“უპირველეს ყოვლისა მე არ გიპასუხებთ ამ კითხვაზე, რადგან მე პრინციპულად არ ვპასუხობ კითხვებს შეწყალების უფლების შესახებ. მე ვიღებ უამრავ მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შეწყალებაზე, ზოგიერთი მათგანი ცნობილია, ზოგიერთი არა და მე თუ დავიწყებ იმის ახსნას, რა მიზეზით ვაკეთებ ან არ ვაკეთებ ამას, მაშინ შევალთ იმაში, რაც აღარ იქნება დისკრეციული უფლებამოსილება. ახსნის გარეშე, მე შემიძლია ვთქვა, რომ შეწყალების უფლება ამ კონკრეტული შემთხვევაში შეზღუდულია კონკრეტული გარემოებებით, რომელთა გამოც მე მისი განხორციელება არ შემიძლია.

სამაგიეროდ, მე ვიზიარებ აზრს, რომ პრეზიდენტი რომელიც ციხეშია, რომელმაც ჩაიდინა დანაშაულები, ის არაა უდანაშაულო, რომ ამ პრეზიდენტს ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ყოფილ პრეზიდენტს და შესაბამისად, მისი ჯანმრთელობა უნდა იყოს მოფრთხილების საგანი. არის სხვადასხვა შეთავაზება, რომ ჩამოვიდეს უცხოელი ექიმების ჯგუფი, ვისაც შეუძლიათ ჩამოსვლა – ეს ის საკითხია, რომელიც მე განვიხილე ხელისუფლებასთან, ვფიქრობ რომ ეს ძალიან კარგი იქნება, რათა გაიფანტოს ყველა ის ეჭვი, რაც შეიძლება არსებობდეს იმაზე, რომ მას მიზანმიმართულად არასათანადოდ ეპყრობიან. საჭიროა გაკეთდეს ყველაფერი რაც საჭიროა, რათა თავიდან ავიცილოთ, უპირველეს ყოვლისა, რომ რამე დაემართოს პრეზიდენტს ციხეში, პრეზიდენტი ციხეში ეს მთელ მსოფლიოში ძალიან ხშირია, მაგრამ აუცილებელია, მას სწორად მოვექცეთ.

შემაშფოთებელია, რომ ამხელა წონა დაკარგა, მე არ ვფიქრობ, რომ საჭიროა დრამატიზება სხვა ზომების და კიდევ ერთხელ, მე პირველი ვარ ვინც ფიქრობს, რომ საჭიროა ყველა ზომა მივიღოთ, რათა არაფერი მოხდეს”

შეგახსენებთ, სანამ პრეზიდენტი იტყოდა, რომ გარემოებათა გამო არ შეუძლია სააკაშვილის შეწყალება, მანამდე ამ კითხვას პასუხობდა ასე: “არა და არასოდეს!”

“არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!” – ზურაბიშვილი

 

თეგები: მიხეილ სააკაშვილისალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved