• რეკლამა
  • კონტაქტი
02:33, პარასკევი, 27 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, საქართველო დღეს გრუზიაც კი აღარაა – ბელოგრუზიაა” – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
22:22 05-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
292

სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია წერილს აქვეყნებს:

,,ლავროვის ოჯახი ვეღარსად ვეღარ დადის და დროის სატარებლად საქართველოში ჩამოდის. თავად ლავროვი ვეღარსად ვეღარ დადის და მის ნაცვლად რუსეთის მესიჯებს ახმოვანებს ღარიბაშვილი. არა რუსეთის ტრადიციული სატელიტები – შუა აზია, სომხეთი ან სხვა, არამედ საქართველოს პრემიერი.

ღარიბაშვილის ტექსტები კატარში იყო სრული კატასტროფა, სრული – ყოველი სიტყვა.

არც რუსული კანონი, არც ფრენების აღდგენა, არც პოლიტპატიმრები ან სხვა არ არის მიახლოებით თანაზომადიც კი იმ უმძიმეს, ღიად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებთან, რასაც ღარიბაშვილი საერთაშორისო ფორუმებზე სჩადის. ის აკეთებს იმას, რასაც გააკეთებდა ლუკაშენკო, სადმე რომ იწვევდნენ სასაუბროდ. დღეს საქართველო არის დასავლურად შეფუთული ბელარუსი (ჯერ კიდევ დასავლურად შეფუთული). საქართველო დღეს გრუზიაც კი აღარაა – ბელოგრუზიაა.

ამიტომაც, ვფიქრობ, უნდა გავძლოთ და მკაფიოდ ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს თუ რა დასავლურ სტატუსებს, (მიტინგების მეშვეობით მოპოვებული, სპორტული გამარჯვებებით როგორი მნიშვნელობითაც არ უნდა იყოს) და სოციოლოგიური კვლევების აღმაფრთოვანებელი შედეგებით არ წყდება და ეს სამართლიანიცაა, რადგან ხალხი იმსახურებს ევროპას, თუ ევროპას ის, პირველ რიგში, საკუთარ ქვეყანაში მოიპოვებს. ამ საკითხის სხვაგვარი განმარტება არის არაგულწრფელობა საკუთარ ხალხთან და ევროპის მოტყუება და მასთან ვაჭრობა. ნუ გადავაქცევთ სტატუსს სპორტულ ინტერესად, გულზე დასაკიდებელ მედლად, ეს არ არის აზარტის საკითხი, ეს სამართლიანობის და რაციონალურობის საკითხია.

თუ ევროპელობა გვინდა, თავად უნდა შევძლოთ, ამ საკითხს მივუდგეთ ევროპული წესიერებით, მორალური სიცხადით, ბრძოლისუნარიანობით და თანმიმდევრულობით. ამავე პრინციპებზე უნდა ავაგოთ საკუთარი შეფასებები და განცხადებებიც.

გინდა ქვეყნის შიგნით, გინდა ქვეყნის გარეთ, ყველაფერი, რაც მორალურად ბუნდოვანია, სამართლიანობას მოკლებულია, რაციონალურობის ჩარჩოდან გასულია, აძლიერებს არსებულ სტატუს-კვოს, სიცოცხლეს უხანგრძლივებს მას. და რა გინდა რა მედლები არ უნდა დაგვკიდონ გულზე, სანამ ეს ხელისუფლება გვყავს, დასავლურ ოჯახს ვშორდებით, თავისუფალი ვარდნის რეჟიმში.

ქართველი ხალხი იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს, ერთადერთი გზით შეიძლება გაირკვეს – თუ და მაშინ, როცა დაამტკიცებს, რომ არ იმსახურებს ამ ხელისუფლებას.”

თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

ხორვატიის შემდეგ გერმანია – საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს – თიბისი
ახალი ამბები

ხორვატიის შემდეგ გერმანია – საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს – თიბისი

18:38 06-26-2025
არ გამოტოვოთ თეატრის „სახელოსნო 42“ ზაფხულის ბოლო პრემიერა „ამარკორდი“ – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოტოვოთ თეატრის „სახელოსნო 42“ ზაფხულის ბოლო პრემიერა „ამარკორდი“ – თიბისი

17:15 06-26-2025
სელფი მობაილის ჰოუმინგი – დაისვენე WiFi-ის საზღვრებს გარეთ
ახალი ამბები

სელფი მობაილის ჰოუმინგი – დაისვენე WiFi-ის საზღვრებს გარეთ

15:28 06-26-2025
„მზის ენერგია საქართველოს ელექტროენერგიის სისტემაში” – თიბისი კაპიტალმა ახალი კვლევა წარადგინა
ახალი ამბები

„მზის ენერგია საქართველოს ელექტროენერგიის სისტემაში” – თიბისი კაპიტალმა ახალი კვლევა წარადგინა

14:38 06-26-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved