• რეკლამა
  • კონტაქტი
21:21, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ახუნტრუცებული პრეზიდენტის ვნებები… “ხოშიც” აქვს და სახელმწიფოს მეთაურის პოსტიც“ – ვალერი კვარაცხელია

ალია ავტორი - ალია
01:58 05-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,068

ვალერი კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს:

,,ახუნტრუცებული პრეზიდენტის ვნებები

“მე თავს შევიკავებ ბორტის გამოყენებისგან, ვიდრე ეს იქნება “აირზენას” ხელში, რომ კიდევ ამით არ გავამდიდრო ის კომპანია, რომელიც ფულისთვის ყველაფერზე მზად არის“.

ეს მავნებლური და დეგენერატული განცხადება, რომელიც პროვოკაციულია და მიმართლია ქვეყნის საწინააღმდეგოდ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის.

საქართველოს პრეზიდენტი ქართული სამოქალაქო ავიაციის ფლაგმანს ბოიკოტს უცხადებს.
მსგავსი სიბრიყვე გაგიგიათ?
არა მგონია, რომ ამ სიბინძურეს ანალოგი მოეძებნოს!

ორ სახელმწიფოს შორის საავიაციო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილებას ავიაკომპანიები ვერ მიიღებენ, ამას სახელმწიფოები აკეთებენ. ავიაკომპანიები მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთვებიან პროცესში. იმ დროს, როდესაც გადაწყვეტილება მიღებულია, რას მოითხოვს პრეზიდენტი ქართული ავიაკომპანიისგან – არ იფრინოს? ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ მხოლოდ რუსულმა კომპანიებმა უნდა იფრინონ, რითაც არამხოლოდ ქართული ავიაკომპანია, არამედ საქართველოს ბიუჯეტიც იზარალებს.

სამშობლოს ინტერესების ღალატია პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ეს თავხედური განცხადება, თუმცა, ღალატი მისგან ვის უნდა გაუკვირდეს, როდესაც იმ პიროვნებასაც და იმ პარტიასაც, ვინც პრეზიდენტის სავარძელში ჩასვა, თვალისდაუხამხამებლად უღალატა?!
არ ვიცი, კიდევ ვის, სად და რამდენს ღალატობდა სალომე, მაგრამ მეტის კვლევა არცაა საჭირო იმის დასადგენად, რომ იგი მოღალატე ბუნების ქალბატონია.

პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის ავიაკომპანიას ბოიკოტს თუ უცხადებს, მას საამისო მყარი იურიდიული საფუძველი უნდა ჰქონდეს. სად არის ეს საფუძველი? პრეზიდენტს არანაირი იურიდიული არგუმენტი არ გააჩნია, მაგრამ “ხოში” (ეს ჟარგონი ზედმიწევნით ზუსტად ესადაგება ამ ახუნტრუცებული ქალის ოპოზიციურ ვნებებს) აქვს ასეთი. “ხოშიც” აქვს და სახელმწიფოს მეთაურის პოსტიც. სხვა რაღაა სჭირო პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ ვნებათა დასაკმაყოფილებლად?!

ჰოდა, აწვება სალომე. რა ქნას, ჰა, კიდევ წელიწადი და გამოეცლება “ხოშის” მომგვრელი სავარძელი ვადაგასული საჯდომიდან. იცის მრავლისმნახველმა სალომემ დროის ულმობლობის ამბავი. ისიც იცის სალომემ, რომ საჯდომიდან სავარძლის გამოცლის შემდეგ მის ვნებებს აღარავინ დააკმაყოფილებს. ამიტომაც, ვიდრე შეუძლია, აწვება დასავლეთელი პატრონებისთვის სიამოვნების მინიჭების ნაცად საქმეს საკუთარი “ხოშისა” და ვნებების შესაბამისად.

მიაწექი, მიაწექი, სალომე, დრო ცოტა დაგრჩა!

ვალერი კვარაცხელია,
20 მაისი, 2023 წ.”

თეგები: ვალერი კვარაცხელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved