• რეკლამა
  • კონტაქტი
07:52, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეპიდემიის მართვისთვის არაა აუცილებელი ინფექციონისტების არმია” – ამერიკული მოდელი

ალია ავტორი - ალია
01:40 04-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

ამერიკის  The Mount Sinai Hospital -ის ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში, წერს:

თვალი მოვკარი წუხილს რამდენად ცოტა ინფექციონისტი ან რეანიმატოლოგი ჰყავს საქართველოს და რა მცირეა პაციენტების რიცხვი ვისი მოვლაც მათ შეუძლიათ.
მძიმე ეპიდემიის მართვისთვის არაა აუცილებელი ინფექციონისტების ან რეანიმატოლოგების არმია.

ჩემი ჰოსპიტლის გამოცდილებიდან…
პაციენტების პირველი ნაკადი მედიცინის დეპარტამენტმა მიიღო. როგორც კი მივხვდით ნაკადის გეომეტრიული პროგრესიით ზრდის ტენდენციას, სასწრაფოდ დაიწყო ჰოსპიტლის გადაწყობა ახალი რეალობის შესაბამისად. ქირურგიის, ორთოპედიის, გინეკოლოგიის, პედიატრიის, ფსიქიატრიის განყოფილებები გადაკეთდა კოვიდ უნიტებად და მედიცინის ჯგუფის უკვე გამოცდილი რეზიდენტები და ექიმები ჩაუდგნენ სათავეში ამ დეპარტამენტებს. ორ კვირაში გადავამზადეთ ორთოპედიის, ქირურგიის, ფსიქიატრიის, პედიატრიის რეზიდენტები იმ დონემდე რომ დამოუკიდებლად შეძლებოდათ კორონავირუსით გამოწვეული პათოლოგიის მართვა. ყველა ასეთ დეპარტამენტს ზედამხედველად ყავს მედიცინის მესამე წლის რეზიდენტი, რომელიც უკვე დამოუკიდებელი ექიმია (სულ რაღაც ორთვეში აქვს ყველას სალიცენზიო გამოცდა). მას ჰყავს ორი ან სამი (იუნიტის სიდიდის მიხედვით) ჯგუფი რეზიდენტების, რიმელიც შედგება ერთი ჯუნიორ და ერთი სენიორ რეზიდენტისგან. ეს ნაკრები მართავს დაახლოებით 60 პაციენტს. მედიცინის რეზიდენტები მართავენ ასევე ახლადგახსნილ ინტენსიური თეაპიის განყოფილებებს. რეზიდენტურაში ყველას გვაქვს ბრწყინვალე გამოცდილება ინტენსიური თერაპიის განყოფილების მართვის, იმდენად რომ მესამე წლის ნებისმიერ რეზიდენტს შეიძლია იყოს აბაოლუტურად დამოუკიდებელი ინტენსივისტი. კარდიოლოგიის, გასტროენტეროლოგიის, ენდოკრინოლოგიის, რევმატოლოგიის ფელოები მუშაობენ მედიცინის დეპარტამენტში და იკავებენ სენიორ რეზიდენტების ან უფროსი ექიმების პოზიციებს. ინექციურის ფელოები ასრულებენ კონსულტანტების როლს მთელი ჰოსპიტლისთვის. მათი უშუალო სიახლოვე პაციენტთან საერთოდ არაა საჭირო. უმეტესად ასეთ კონსულტაციას ვიღებთ ტელეფონით. ასევე ისინი მართავენ ტექნიკურად კლინიკურ კვლევებში პაციენტების ჩართვის პროცესს, რაც გულისხმობს რამდენიმე, უკვე ყველასთვის ცნობილი ახალი პრეპარატის გამოყენებას. ამ პრეპარატების გამოყემებას მათი წერილობითი დასტური სჭირდება. ეს უზრუნველჰყოფს პაციენტების ზედმიწევნით ზუსტად შერჩევას მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდისთვის.
მოკლედ ასეთი ფორმულით მუშაობს ჩემი ჰოსპიტალი. ჩვენ უკვე მოვემსახურეთ 800ზე მეტ უმძიმეს პაციენტს. გავწერეთ 300-ზე მეტი კარგ მდგომარეობაში. ამ წუთას ჰოსპიტალში 180-მდე პაციენტია მართვით სუნთქვაზე.
ზოგადად ამერიკაში საუნივერსიტეტო ჰოსპიტლების გამწევი ძალა არის რეზიდენტი და ფელოუ. უფროსი ექიმი არის მხოლოდ ზედამხედველი. რეზიდენტი არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რა თქმა უნდა უფროსი ექიმი უმაგრებს ზურგს საჭიროების შემთხვევაში. პულმონოლოგიის და კრიტიკული მედიცინის ფელოები ზედამხედველობენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებს, ასეთი 5 აქვს ამ წუთას ჰოსპიტალს.
მოკლედ, მთავარია დროზე გადაამზადონ სხვა და სხვა ვიწრო სპეციალობების ექიმები და გადააჯგუფონ ჰოსპიტლები შესაბამისად.
არ სჭირდება ეპიდემიის მართვას ინფექციონისტების და ინტენსივისტების არმია!
და კიდევ, მთავარია ექიმი იყოს ზედმიწევნით კარგად დაცული შესაბამისი აღჭურვილობით და არსებობდეს რეზერვის კარგად გათვლილი ჯგუფი ექიმების და ექთნების ავადმყოფობის პირობებში (რაც სამწუხაროდ გარდაუვალია).
და ყველაზე მთავარი, ქვეყანამ უნდა მოიმარაგოს საჭირო რაოდენობით მართვითი სუნთქვის აპარატები და გადაამზადოს ყველა შწმოთჩამოთვლილი სპეციალობის ექიმი მისი გამოყენებისთვის!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved