• რეკლამა
  • კონტაქტი
08:25, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, რაც ამ კაცს სხვისთვის სიკეთე აქვს ნაკეთები, თუ იმ დროს ციდან ვინმე თვალს ადევნებდა, ახლა უნდა დაუბრუნდეს” – რას აქვეყნებს გუჯა ბიძია

ალია ავტორი - ალია
14:13 05-16-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
369

რეჟისორი გუჯა ბიძია სოციალურ ქსელში წერს:

,,იმ დღეს მომწერა, გამოდიო.
მეთქი, რა ხდება,
არაფერი, გამოდიო ისე..
კოლხური კოშკის მარნის გრძელ მაგიდასთან ორნი ვისხედით მხოლოდ.
ისეთი ღვინო დაუდგა იმ წელს, რო საცოდაობა იყო მისი გემოს ჩანაცვლება სხვა რაიმეს მიყოლებით, სიტყვის გარდა.
ასეც იყო, მხოლოდ ვსვამდით და ვლაპარაკობდით.
უფრო ის, და შენ რა გჭირსო, მკითხა.
იმ დღეებში ბროშურას ვამზადებდი გამოსაცემად, სისტემაზე.
იმ დილითაც ჩავასწორე ის თემა, ობივატელის შერყევას რო ეხებოდა,
და საერთოდ, თუ როგორ უნდა მიეცეს ბიძგი მასის თვითორგანიზებას.
ხო, რაც არ უნდა ოქსიმორონად ჟღერდეს, თვითორგანიზაციასაც უნდა გარედან ბიძგი.
კენჭი თუ არ დააგორე მთიდან, არც დიდი ქვისცვენა არ იქნება.
არა, ადამიანებს როგორ არ ვიცნობ, ფსიქოლოგიასაც მასების, მაგრამ ხანდახან კენჭი კი არა, ლოდიც რო ისროლო, ისეთ გამყინვარებას აწყდები, ფიქრობ, ასეთი ჯამაათით საქმის კეთება წყლის ნაყვა რომ არის , რადგან ერთი და იგივე ხალხი ღმერთანაცაა და ეშმაკთანაც, კაცთანაცაა და არაკაცთანაც ერთდროულად, და სინამდვილეში არავისთან არ არის, რადგან ერთს ფიქრობს, მეორეს ამბობს და მესამეს აკეთებს.
და გინდა არ გინდა, გაიფიქრებ იმასაც, ღირს კი ასეთი ხალხისთვის რამის გაკეთება, როცა იცი რა უქნეს შენზე ათასჯერ დიდებს, რა უქნეს ილიას, რამდენი აგინეს სიცოცხლეშიც, და გარდაცვალების მერეც, ზედ გაჭრილ საფლავთან და როგორ გაუჩუმდა ხალხი მის მაგინებლებს, როცა იცი, როგორ ააშენა სარაჯიშვილმა ნახევარი საქართველო და რამდენჯერ მოთხარეს საფლავიდან, როცა იცი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი როგორ მიატოვეს ომში და როგორ აბრალებდა ის ხალხი ღალატს, ვინც უღალატა სწორედ, და რამდენი ვიცით, კიდევ ასეთი, ხო?
და ჩვენ ვის დავკარგივართ, საერთოდ..
ხო, ეს აზრი მაწრიალებდა იმ დღესაც, და ის იყო თქმასაც ვაპირებდი მასპინძლისთვის, რომ..
გამახსენდა სად ვიყავი, ვის ფუძეზე ვიყავი, რა ხალხის სული ტრიალებდა ამ სახლში და გავჩუმდი.
ჰა, კაცო, აღარ იტყვი რა ხდებაო, ცოტნემ..
არაფერი, მეთქი, მოდი, მამაშენის სახით იმათ გაუმარჯოთ, ვინც იცოდა რაც ელოდებოდა და მაინც აკეთებდა მეთქი,
გვიანობამდე ვიჯექით.
ჩამოვდიოდი მერე ფეხით დაბლა და ვფიქრობდი,
რო ქვეყანაა ეს, ქვეყანა,
კარგით და ცუდით, კეთილით და ბოროტით, ჭკვიანით და სულელით, ალალებით, თუ აფერისტებით, ნაცით, თუ ქოცით, მოეროვნულო მასტებით, თუ ლიბერალებით, პრორუსებით, თუ პროამერიკელებით, თუ საერთოდ, ფეხებზემკიდიებით.
ასეთია ქვეყანა, ჭრელი, და თუ საერთოდ ქვეყნისთვის კარგი გინდა და კარგს აკეთებ, გამოდის რომ იმ ცუდისთვისაც აკეთებ, ამ ქვეყანაში რომ ცხოვრობს, და დადის ქუჩაში და არ აწერია სახეზე რო ცუდია.
და არც გაქვს უფლება იფიქრო, რომ ცუდია.
როგორც მეპურე არ ფიქრობს, ვის მიაქვს მისი პური.
როგორც მეღვინე არ ფიქრობს, ვინ სვამს მის ღვინოს,
როგორც მწერალი არ ფიქრობს ვინ გადაშლის მის წიგნს,
შენც ისე, აკეთებ კარგისთვისაც და ცუდისთვისაც, და მათი შვილებისთვისაც, შენს შვილებთან ერთად რომ მოუწევთ ცხოვრება.
აკეთებ, მიუხედავად იმისა, რო იცი, რა შეიძლება დაგემართოს,
იცი, რომ შეიძლება მართლაც ცუდად მოგიქნიონ ან ენა, ან ხელი, ან ტყვია, მაგრამ არც ფიქრობ ამაზე.
ხო, თუ ნაღდი ხარ, არ ფიქრობ ამაზე.
ეგაა, და მოდი, ახლა, ცოტნე გამსახურდიას გაუმარჯოს,
რადგან ცოტა ვიცი მე დღეს იმნაირი,
რადგან ვიცი ზუსტად, როცა ამბობდა, ყველასთვის ამბობდა, და როცა აკეთებდა, ყველასთვის აკეთებდა, განურჩევლად, და ყოველგვარი გამორჩენის გარეშე.
და იგივეს ანდომებდა სხვას.
და რაც ამ კაცს სხვისთვის სიკეთე აქვს ნაკეთები, თუ იმ დროს ციდან ვინმე თვალს ადევნებდა, ახლა უნდა დაუბრუნდეს.
ღმერთი შენსკენ, ცოტნე გამსახურდია!
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
გუჯა ბიძია.

თეგები: გუჯა ბიძიაცოტნე გამსახურდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა

19:04 09-30-2026
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში

15:58 09-30-2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს

13:58 09-30-2026
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

13:24 09-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved