• რეკლამა
  • კონტაქტი
16:22, ორშაბათი, 19 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა გადაიდო

ალია ავტორი - ალია
12:26 05-08-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
273

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს, 8 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გამართულიყო, გადაიდო.

როგორც ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი, თათია მანიჟაშვილი ამბობს, მიზეზი დაცვის მხარის სააპელაციოსთვის მიმართვაა, რომლისგანაც იმ მტკიცებულების დაშვებას ითხოვს, რომელიც საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

ადვოკატის თქმით, სააპელაციო სასამართლოს პარასკევს, 5 მაისს, მიმართეს და გადაწყვეტილება 5 დღეში უნდა მიიღოს.

შესაბამისად, მისი თქმით, ლაზარეს პროცესის ჩანიშვნაც სააპელაციოს მიერ გადაწყვეტილების მიღებაზეა დამოკიდებული. ადვოკატის თქმით, სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, რომელ მოსამართლეს დაეწერება გრიგორიადისის საქმე.

“წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ განიხილა მტკიცებულებების დაუშვებლობა/დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით. მხარეებმა დავაყენეთ, რომელი მტკიცებულება იყო ბრალდების დასაშვები და რომელი არა. თუმცა, ბრალდების მხარემ მოითხოვა [ლაზარეს] ერთ-ერთი ადვოკატის, დიმიტრი ნოზაძის დაუშვებლად ცნობა, სასამართლომ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა და მტკიცებულება ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით დაუშვებლად იქნა ცნობილი.

ჩემმა კოლეგამ აღნიშნული გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ველოდებით და ამიტომ არ არის არსებითი განხილვა დანიშნული”, – განაცხადა თათია მანეჟაშვილმა.

ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის თქმით, საქმის გაჭიანურება შესაძლოა, იმით იყოს განპირობებული, რომ ლაზარეს საქმის მოსამართლე დასანქცირების კანდიდატი გახდეს.

“ჩვენ ორი დღის წინ უნდა გვცოდნოდა და უფრო ადრე, ვინ იქნებოდა მოსამართლე, მაგრამ მოსამართლე არ ვიცით. შეიძლება, აქვთ შიში, რომ მეხუთე კაცი არ იყოს სანქცირებული, რადგან კარგად იციან, რომ ამ საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია”, – განაცხადა ბექა გრიგორიადისმა.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved