თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე ოჯახის წევრებთან ერთად, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები არიან შეკრებილნი.
“არ ვიცით, მოსამართლე ვინ არის. ჩემი შეფასებით, ამ საქმეს პოლიტიკური სახე აქვს მიცემული” – განაცხადა ლაზარეს ბაბუამ, გია კალანდაძემ.
შეგახსენებთ, ლაზარე გრიგორიადისი რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე დააკავეს. მას სამართალდამცავთა მიმართ ე.წ მოლოტოვის კოქტეილის გამიზნულად სროლასა და პოლიციის მანქანისათვის ცეცხლის წაკიდებაში ედავებიან.
კომენტარები