• რეკლამა
  • კონტაქტი
02:31, ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ ვინმე მფარველობს „ქოლ-ცენტრებს“, ეს არის გრიგოლ ლილუაშვილი, უჩა მამაცაშვილი, ჯუანშერ ბურჭულაძე, ფარცხალაძე და ჭიკაიძე – ლევან ხაბეიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:22 05-06-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
700

თუ ვინმე მფარველობს „ქოლ-ცენტრებს“, ეს არის სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, უჩა მამაცაშვილი, ფარცხალაძე, ჯუანშერ ბურჭულაძე, ჭიკაიძე… ამ დაჯგუფებას დედაქალაქში აქვთ „ქოლ-ცენტრები“ და თბილისი აქციეს ტრანსნაციონალური დანაშაულის მექად,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილი ამბობს, აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

„ტყუილს აქვს მოკლე ფეხები – ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად, ორი თვის უკან, კობახიძე და მდინარაძე „რუსული ოცნების“ მთავარი სპიკერები ამბობდნენ – ამ ქვეყანაში „ქოლ-ცენტრები“ არაა, ამასობაში აღმოჩნდა, რომ 2 კვირის წინ „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენელი მივიდა ადგილზე და ნამდვილად ყოფილა საგამოძიებო მოქმედებები დაწყებული. ახლა „ქოლ-ცენტრი“ დაკეტეს და უნდათ, რომ ოპოზიციის კონკრეტულ სახელებს დაუკავშირონ. საზოგადოებას ასეთი მარტივი ტყუილებით ვეღარ მოატყუებენ. ყველამ კარგად იცის, რომ თუ ვინმე მფარველობს “ქოლ-ცენტრებს”, ეს არის სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, უჩა მამაცაშვილი, ფარცხალაძე, ჯუანშერ ბურჭულაძე, ჭიკაიძე. ამ დაჯგუფებას დედაქალაქში აქვთ „ქოლ-ცენტრები“ და აქციეს ტრანსნაციონალური დანაშაულის მექად. თუ ასე არაა, ოპოზიცია ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას, მაგრამ არ უნდათ, გაურბიან. ჩვენ ვითხოვთ, გამოვიძიოთ, ისინი ამბობენ, არ გამოვიძიოთ! შესაბამისად, ვისაც ეშინია გამოძიების, დასტურია, რომ მას აქვს ინტერესი”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა უმრავლესობის განცხადებაზე, რომ თითქოს ყოველთვის “ქოლ-ცენტრების” თემა ოპოზიციის კონკრეტულ წარმომადგენელთანაა კავშირში.

„წარმოუდგენელი რამეა, გრიგოლ ლილუაშვილი ჰყავდათ დაბარებული გერმანიაში და აუწიეს ყური. კითხეთ ლილუაშვილს, გერმანიაში ყური აგიწიეს თუ არა? ამიტომ სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. წარმოუდგენელია, მათ გარეშე რაიმე ოფისი ჰქონდეთ. რაც შეეხება საერთაშორისო გამოძიებას, ის იყო ჟურნალისტური და არა სამართლებრივი. თუ სამართლებრივი იქნება, ყველამ პასუხი უნდა გასცეს, სულ რომ მამაჩემი იყოს, პასუხი უნდა გასცეს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved