• რეკლამა
  • კონტაქტი
18:39, ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კარგი გარეგნობის რუსი გოგონები მიდი-მოდიან, გამოპრანჭული, ცოტა ვულგარულად…” – რა მოხდა ერთ–ერთ კაფეში

ალია ავტორი - ალია
16:22 05-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,386
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე:
“დილით ადრე შეხვედრა მქონდა. გერმანულად, ერთი საათით ადრე მივედი. როცა აღმოვაჩინე, რომ გადავამლაშე პუნქტუალობაში, იქვე კაფეში შევედი. ლოკაციას არ ვაკონკრეტებ?. დავჯექი ლეპტოპით და ვემზადები შეხვედრისთვის. ბართან ორი ახალგაზრდა ბიჭი ზის, სტუდენტები, რომლებიც ამავდროულად სადღაც სხვადასხვა ცვლაში მუშაობენ – ასე ირკვევა უნებლიე მიყურადების გზით. კარგი გარეგნობის რუსი გოგონები მიდი-მოდიან, გამოპრანჭული, ცოტა ვულგარულად დილის 10 საათისთვის. მიიქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ არა ამ ბიჭების. ისინი ესაუბრებიან ბარმენს, რომელიც საღამოს „ივენთზე“ ეპატიჟებათ, სადაც ის დიჯეია: „ლეიბლის პონტია, სადაც ვარელიზებ რაღაც ტრეკებს. პრივატფართია, მარა რაღაც პრომოუტიც აქვს.“ „იქ რა მინდა, მარტო რაღაც ტრეკშოუები თუ იქნება?“ პასუხობს ბრეკეტებიანი, ქერად შეღებილი ბიჭუნა „კავბოის შუზებში”. უცებ მეორე ამატებს, „აუ, ნუში არ დამიმატო რა, მეზიზღება ნუშის რძე“. და აგრძელებს, “იქ არ მინდა, აგრესიული გარემოა, ვერ ვმუშაობ წესიერად”. ამ დროს მიმტან გოგონას დაუვარდება ლანგარი. ჩვენი გმირები ჩამოხტნენ მაღალი სკამებიდან, წამში აალაგებინეს, ჩანთა გაუსწორეს, არ ინერვიულო, დაგელოდებიანო მიაძახეს და გაუშვეს. ბოლოს, მოკლედ, თუ მალე მოვრჩი გამოცდებს, შემოგიერთდებითო შორტებიანმა. მეც მეორე ცვლაში ვარ დღეს და ვნახოთ, როგორ მოვასწრებო, მეორემ და იშლებიან პატარა, მშვიდობის საქმიანი მტრედები. გასასვლელში უცხოელ ასაკოვან ქალს კარს უჭერენ, ინგლისურად ესალმებიან და გადიან.
ტრეკები და ლეიბლები იქით იყოს, გამოვტყდები, ბევრი მეც ვერაფერი გავიგე. მაგრამ, ამ წესიერ, მოპაციფისტო ნეტარ ბავშვებს რომ არც ომის პარტია ესმით რა არის და არც ორბან-ღარიბაშვილის ანაქრონული ჭყივილი ისეთივე ფაქტია, როგორც ის, რომ ეს ქვეყანა სტატუსით თუ მის გარეშე მყრალ საბჭოეთში დაბრუნებადი აღარაა. არაა და მოკალი! დააგვიანდა ბორინკას. მთელი თაობით დააგვიანდა.”
თეგები: ნინო კალანდაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
ახალი ამბები

AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები

13:17 06-10-2026
როუმინგ პასი
ახალი ამბები

სილქნეტის “როუმინგ პასის” ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა!

12:07 06-10-2026
ევაკუატორი ბათუმში
ახალი ამბები

როგორ აარჩიო ევაკუატორი ბათუმში – ავარიული ევაკუაციის საკონტროლო სია

18:43 06-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved