• რეკლამა
  • კონტაქტი
18:05, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლუჩანო სპალეტი პრესკონფერენციაზე ატირდა

ალია ავტორი - ალია
10:54 05-05-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,399

ნაპოლის“ მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ „სკუდეტოს“ მოგების შემდეგ პრესკონფერენციაზე ემოციები ვერ დამალა.

„იტალიის ჩემპიონობა დიდი სიხარულია. ღიმილიანი, ბედნიერი ნეაპოლელების ნახვა ყველაზე დიდი განცდაა. ისინი ამ სიხარულით შეძლებენ რთული ცხოვრებისეული მომენტების გადალახვას. მადლობა ღმერთს, ნეაპოლელებს ეს ბედნიერება მივანიჭე.

ნეაპოლში იმიტომ ჩავედი, რომ გამარჯვებები მოგვეპოვებინა. ეს აუცილებელია, რადგან ამ ქალაქში ნახეს დიდი მწვრთნელები და შესანიშნავი ფეხბურთელები. საზოგადოებას ახსოვს დიეგო მარადონას ეპოქა და ძნელია მათთვის იმის თქმა, რომ მესამე ადგილი დავიკავეთ, როგორც ეს შარშან მოხდა.

მოვახერხე ფეხბურთელებისგან მაქსიმუმი მიმეღო, მათ გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოვუყალიბე. „ნაპოლიში“ მუშობდნენ რაფაელ ბენიტესი, კარლო ანჩელოტი, მაურისიო სარი, ჯენარო გატუზო, რომელმაც იტალიის თასი მოიგო. მხოლოდ „სკუდეტოსთვის“ უნდა მებრძოლა, თორემ სხვანაირად აქ დარჩენის შანსი არ მექნებოდა.
ოსიმენი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, ამავე დროს გულიანი და ხალისიანი ბიჭია. ბურთის დანახვისას პატარა ბავშვს ჰგავს, ყველა მიმართულებით მისდევს. ის არის ადამიანი, რომელმაც „ნაპოლის“ ჩემპიონობისთვის ბევრი რამ გააკეთა. გადამწყვეტი გოლის გატანა, რომელმაც „სკუდეტო“ მოგვიტანა, ამ ყველაფრისთვის ჯილდოა.

ამ გამარჯვებას ვუძღვნი ფეხბურთელებს, რომლებიც ამ ბედნიერებას იმსახურებენ; მთელ ნეაპოლს და ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ჩემს ძმას – მარჩელოს“, – ასე დაამთავრა საუბარი აცრემლებული თვალებით სპალეტიმ, რომლის ძმა – მარჩელო ოთხი წლის წინ გაუჩინარდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved