78 წლის მსახიობს მაიკლ დუგლასს კანის კინოფესტივალის საპატიო ჯილდოს გადასცემენ.
მაიკლ კირკ დუგლასი ორი „ოსკარისა“ და სამი „ოქროს გლობუსის“ მფლობელი ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერია. პირველად „ოსკარი“ აიღო 1975 წელს როგორც პროდიუსერმა ფილმისთვის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, ხოლო, მეორედ, ამერიკის კინოაკადემიის მთავარი ჯილდო მიენიჭა როგორც მსახიობს, ფილმში „უოლ-სტრიტი“ შესრულებული როლისთვის.
დაჯილდოების ცერემონია გახსნის დღეს, 16 მაისს გაიმართება.დუგლასი კანში რამდენჯერმეა ნამყოფი. სხვადასხვა წლებში ის დაესწრო საკუთარი ფილმების: Basic Instinct, China Syndrom, Falling Down, Wall Street: Money Never Sleeps და მინისერიალ Behind The Candelabra-ს პრემიერებს.
კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 16 მაისს დაიწყება და 27 მაისს დასრულდება. ყველაზე მნიშვნელოვან კინოფესტივალზე მარტინ სკორსეზეს, უეს ანდერსონისა და პედრო ალმოდოვარის ახალი ნამუშევრები იქნება ნაჩვენები.














კომენტარები