• რეკლამა
  • კონტაქტი
02:13, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჯიგრულად გადავახევთ მაგ რევოლუციას, ისე რომ ვერც პატრონები უშველიან!” – დიტო სამხარაძე

ალია ავტორი - ალია
15:06 05-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,283

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი, დეპუტატი, დიტო სამხარაძე:

“საქართველოს კანდიდატობის სტატუსის არ მიღება ვის აწყობს? რა თქმა უნდა ოპოზიციას! ყველანაირ ხერხს მიმართავენ, საბოტაჟს საბოტაჟზე აწყობენ, დამქირავებლებს კაბინეტებს უტალახებენ, ოღონდ სტატუსი არ მოგვცეთ და გპირდებით რევოლუციას მოვაწყობთო??‍♂️ უკაცრავად, ამათ გონიათ, რომ ჩვენ ამ დროს წითელ ხალიჩას გავუფენთ და არაფერს მოვიმოქმედებთ? ჯიგრულად გადავახევთ მაგ რევოლუციას, ისე რომ ვერც პატრონები უშველიან!
რამოდენიმე წლის წინ, უკრაინის ომამდე, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2024 წელს მიმართავდა ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. გახსოვთ რა გამოხმაურება მოყვა? არავის აინტერესებდა სტატუსი, ყველა იმას ლაპარაკობდა, სტატუსი წევრობას არ ნიშნავს და ათეულობით წლები დასჭირდება საქართველოს, ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობამდეო. ახლა? ისე აპიარებენ წევრობის სტატუსს, თითქოს ეკონომიკურად სიკეთის მომტანია ქვეყნისათვის. ერთი მაგალითია მოლდოვა, რომელსაც წელიწადზე მეტია რაც სტატუსი მისცეს და ლამის სახელმწიფო ჩამოეშალათ, ვარდნა აქვთ ყველა მიმართულებით, ფასებიც გაიზარდა და ხალხის პროტესტიც, მიტინგებია ყოველდღე! მეორე მაგალითია თურქეთი, რომელსაც უკვე 25 წელია მიანიჭეს კანდიდატობის სტატუსი, ახვეწნინეს და მათ საშინაო საქმეებში იმდენად ჩაერივნენ, რომ ბოლოს თურქი ხალხი იმ დონემდე მიიყვანეს, ახლა სურვილიც კი აღარ აქვთ ევროკავშირის წევრობის. გაერთიანდა ერი და ისეთი სახელმწიფო შექმნეს, რომ დღეს ევროკავშირი აქეთ არის დამოკიდებული ეკონომიკურად.
მცდარი ილუზიების შექმნით, ხალხს სპეციალურად გაუჩინეს მოლოდინები, თითქოს კანდიდატობის სტატუსის მოცემის შემთხვევაში ხელფასები გაორმაგდება, გადასახადები შემცირდება და ფასები დაიკლებს, რაც ტყუილია. აპიარებენ სტატუსს, შემდეგ ცდილობენ რომ ვერ მივიღოთ და გაბრაზებული ხალხი გამოიყენონ თავიანთი ბინძური გეგმების განსახორციელებლად, რათა როგორმე ნაცები დააბრუნონ საქართველოს მჩაგვრელ ხელისუფლებად. იმაზე არ ფიქრობენ, რომ გაბრაზებული ხალხი პირველ რიგში მათ წინააღმდეგ განეწყობა, ვინც საქართველოს ხელი შეუშალა კანდიდატის სტატუსის მიღებაში. კუბილიუსისნაირები დამამცირებულად ექცევიან ჩვენს ხალხს, მეორე ხარისხოვნები ვგონივართ, მიშა სააკაშვილის ღირსები, რომლებსაც შეუძლიათ მომთვინიერებელი მათრახით მისცენ ბრძანებები, როგორც ცხოველებს ტრიუკის სანაცვლოდ პირში სასუსნავს უდებენ! ან სტატუსი და ომი, ან სტატუსამდე რევოლუცია, მერე ომი და ბოლოში სტატუსი! იმედია იქ ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს და მაინც მოგვცემენ სარევოლუციოდ გაპიარებულ სტატუსს, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის ჩვენს ხალხს, ქვეყანას და ხელისუფლებას!
P.S. ომი რომ დავიწყოთ, დღესვე მოგვანიჭებდნენ!”
თეგები: დიტო სამხარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved