• რეკლამა
  • კონტაქტი
08:56, ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ შეცვალა 71 წლის ბაბუამ აუტისტური სპექტრის მქონე შვილიშვილის ცხოვრება? – ემოციური ამბავი გურიიდან

ალია ავტორი - ალია
12:10 05-04-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
823

71 წლის კაცმა, ბაბუამ, შეძლო და შეცვალა აუტისტური სპექტრის მქონე შვილიშვილის ცხოვრება. არ გაიქცა, ხელი არ ჩაიქნია, ნაბიჯ-ნაბიჯ შეცვალა საყვარელი შვილიშვილის სამყარო.

ასწავლა ცურვა, ხეზე ასვლა, ველოსიპედის ტარება, ტრაქტორის მართვა, მარწყვის, სიმინდის, კარტოფილის ყანების მოვლა. დაიჯერა და სხვაც დააჯერა, რომ თუ გიყვარს, შეუძლებელსაც შეძლებ.

71 წლის ასაკში შეძლო და ყველაფერი ისწავლა აუტისტური სპექტრის შესახებ, ოქროს სერტიფიკატიც კი აიღო და დღემდე არა მარტო თავისი შვილიშვილის, სხვა ბავშვების და მშობლების ცხოვრების შეცვლას ცდილობს.

ვალერიან კოტრიკაძე ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში ცხოვრობს და გვიყვება, რა გზა გაიარა და როგორ ისწავლა აუტიზმის სპექტრის მართვა – რომ ხანდაზმულ ასაკში, ფაქტობრივად, ცხოვრება ხელახლა დაიწყო.

„2004 წელს შვილიშვილი შემეძინა, რომელსაც ჩემი სახელი დავარქვი და ოჯახში ორი ვალერიან კოტრიკაძე ვიყავით. უბედნიერესი ვიყავი მისი დაბადებით. როგორც ყველა ბავშვი, ისე იზრდებოდა, თუმცა ერთ დღეს, ყველაფერი შეიცვალა.

როცა ლაპარაკის დაწყებას ცდილობდა, შევამჩნიეთ, რომ სიტყვებს შებრუნებული ამბობდა. „მინდას“ ნაცვლად ამბობდა „გინდა“. უჭირდა თვალებით კონტაქტიც.

როცა ექიმთან წავიყვანეთ, გვითხრეს, რომ ვაკუნას აუტისტური სპექტრი ჰქონდა. იმ პერიოდში არათუ ადამიანებს, ექიმებსაც კი არ ჰქონდათ ბოლომდე ინფორმაცია ამ სპექტრის შესახებ, ამიტომ ოჯახისთვის უზარმაზარი სტრესი იყო.

მე თვითონაც ისეთ დღეში ჩავვარდი, არ ვიცოდი რა უნდა მექნა, მაგრამ მშობლებს პირობა მივეცი, რომ ვაკუნას გავზრდიდი და ყოველთვის მის გვერდით ვიქნებოდი“, – გვეუბნება ვალერიან კოტრიკაძე.

მან მშობლებისთვის მიცემული პირობა შეასრულა და სწორედ აქედან დაიწყო მისი და ვაკოს ახალი ცხოვრება.

„ძალიან დიდი შრომა დამჭირდა, ძალიან დიდი ნებისყოფა, მაგრამ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ შევძელით შედეგის მიღება. ერთად დავდიოდით ყველგან, დამყავდა მდინარეზე საბანაოდ, ვასწავლე ხეზე ასვლა, ველოსიპედის ტარება, პატარა ტრაქტორი ვუყიდე და თანდათანობით ვასწავლიდი, როგორ დაემუშავებინა, მოევლო ბაღისთვის.

ძალიან დიდი მეურნეობა მაქვს და ვასწავლიდი მარწყვის მოვლას, ყველგან დამყავდა, დღედაღამ ერთად ვიყავით და ყველაფერს ვასწავლიდი.

დამყავდა ხალხმრავალ ადგილებში – ასე ვცდილობდი მის სოციალიზაციას.

შეეშინდა პირველად მდინარეზე რომ წავიყვანე, მაგრამ მივაჩვიე. მერე ზღვაზეც წავიყვანე. საცურაო კამერაზე თოკს მოვაბამდი, წელზე გამოვიბამდი და ასე შემყავდა ზღვაში. ახლა დამოუკიდებლადაც შეუძლია ცურვა, მაგრამ მე მაინც ყოველთვის მის გვერდით ვარ“, – გვეუბნება ვალერიანი.

“ბათუმელები”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved