ოზურგეთში, უბედური შემთხვევის შესახებ ახალი ამბების სააგენტომ – “სფეისნიუსმა” დამატებითი დეტალები გაარკვია.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 80 წლამდე ასაკის ქალია.
როგორც ამბობენ, ქალს, სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა და მდინარეში გადავარდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახი თვითმკვლელობას გამორიცხავს.
“ოჯახი ორი დღე ეძებდა და ცხედარი და გუშინ მდინარეში იპოვეს”,- განუცადა სააგენტოს ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
კომენტარები