14 მარტიდან ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები გამო, ბავშვები სახლებიდან არ გადიან.
6-კვირიანი შეზღუდვის შემდეგ ესპანეთის მთავრობა ბავშვებს ქუჩაში გასვლის უფლებას მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, შეზღუდვა, სავარაუდოდ, 27 აპრილს შემსუბუქდება, რათა ბავშვებმა სუფთა ჰაერზე გასვლა შეძლონ.
ტელემიმართვაში სანჩესმა აღნიშნა, რომ ესპანეთმა ყველაზე მძიმე დღეები უკვე გადაიტანა.
ამის მიუხედავად ის აპირებს პარლამენტს ქვეყანაში არსებული შეზღუდვების 9 მაისამდე გაგრძელება სთხოვოს, რადგან მიღწეული წარმატება ჯერ კიდევ გასამაგრებელია.
,,პრაიმთაიმი”
კომენტარები