• რეკლამა
  • კონტაქტი
09:01, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის მერმა სამშენებლო სექტორს ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობისკენ მოუწოდა

ალია ავტორი - ალია
12:22 05-03-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
241

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამშენებლო სექტორს კიდევ ერთხელ მიმართა და ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.

როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ავარიული სახლების ჩანაცვლებას და ამ პროცესში სამშენებლო კომპანიების ჩართვა მნიშვნელოვანია.

„ავარიული სახლების ჩანაცვლება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ წარმოვადგინეთ კონკრეტული პროგრამა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, მსგავსი სახლები ახალი, თანამედროვე, ქართული არქიტექტურის შესაბამისი სახლებით ჩავანაცვლოთ, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ავარიულ შენობებში ცხოვრობენ, ყველანაირად მოწესრიგებული საცხოვრებელი ფართები გადავცეთ. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ავარიული სახლების ჩანაცვლებას, რა პროცესშიც პრინციპულად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის თანამშრომლობა სამშენებლო კომპანიებთან“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, დაწყებულია ერთი კორპუსის მშენებლობა, ხოლო კიდევ 40 პროექტი განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეა.

„პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, დაწყებული გვაქვს ერთი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები, ხოლო 40 პროექტი განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეა. უახლოეს მომავალში მოგვიწევს ტენდერის გამოცხადება. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, სამშენებლო კომპანიების მხრიდან დიდი ინტერესი იყოს. შეიძლება, ეს იყოს დეველოპერული კომპანიებიც. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ. ჩვენ, შესაბამის სამსახურებს, ჩემს მოადგილეებს გვაქვს სრული მზაობა, რომ მოგაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია, კონკრეტული პროექტი რა ეტაპზეა, როდის გამოცხადდება ტენდერი და ა.შ. მინდა, გთხოვოთ მხარდაჭერა, რომ მიიღოთ მონაწილეობა და პროცესში რაც შეიძლება ბევრი კომპანია ჩაერთოს. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო პროგრამაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ურბანული განახლება და ავარიული სახლების ჩანაცვლება ქალაქის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved