დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე თავდაცვის კოდექსს მეორე მოსმენით განიხილავს.
როგორც აღინიშნა, კოდექსი თავდაცვის მიზნებზე მორგებულ სამხედრო სამსახურის გავლის ახალ წესს და თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.
დოკუმენტით ახლებურად ყალიბდება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, რომლის თანახმადაც, 6, 8 და 11-თვიანი სამხედრო სამსახურის გავლა წვევამდელებს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში შეეძლებათ.
კომენტარები