“პირველების” ინფორმაციით, ფიროსმანის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი დამირ კირცხალიაა, რომელიც ალადაშვილის კლინიკაში მოათავსეს. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია 54 წლის კაცზე თავდამსხმელები.
მეზობლების ინფორმაციით, სამართალდამცველებს, ამ დროისთვის დაკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი დაჭრილის მეუღლე.
“სროლების ხმა გავიგეთ, მანქანა შეეჯახა უკნიდან ავტობუსს. სახლში ვიყავი, რომ გამოვედი თქვეს, 60 წლამდე მამაკაცს ესროლეს და გაიქცნენო. საავადმყოფოშია ახლა, მეუღლე პოლიციაშია დაკითხვაზე”. – ამბობს ადგილობრივი.
კირცხალიას ცეცხლი ფიროსმანის ქუჩაზე ავტომატიდან გაუხსენეს. ხალხით სავსე ქუჩაზე დამნაშავეები შავი ჯიპით მივიდნენ და კაცს 4 უმძიმესი ჭრილობა მიაყენეს. უმისამართო სროლის შედეგად დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორია და რამდენიმე ავტომობილიც. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის დროს დამნაშავეები ავტობუსს შეეჯახნენ, თუმცა გზა გააგრძელეს და მიიმალნენ.
კომენტარები