• რეკლამა
  • კონტაქტი
07:55, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების“ დევიზად ჩამოყალიბდა „მოატყუე და იბატონე“ – იაგო ხვიჩია

ალია ავტორი - ალია
15:51 05-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
394

„გირჩის“ ლიდერი, დეპუტატი იაგო ხვიჩია:

„კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ეს იმდენად პრიორიტეტული საკითხია, რომ როგორც კი ბიუროზე მოხვდება, უახლოეს სხდომაზე უნდა წარედგინოს პარლამენტს. თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ზარ-ზეიმით წარმოადგინა ინსტიტუციური ცვლილება, რომ 50 კაცს შეეძლო საგამოძიებო კომისიის შექმნა. დღეს, ფაქტობრივად, პარლამენტმა თქვა, რომ უმრავლესობას თუ არ უნდა, საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება, ანუ დაირღვა პარლამენტის ის ნორმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თვითონ მიიღო. დიდი ხანი ვფიქრობდი, როგორ უნდა ამეხსნა, რა ტიპის მმართველობაა ეს. ყველაზე მეტად ეს არის მაფიოზური მმართველობა. მაფიოზური წესებით ვიმართებით, ქართველო ხალხო!

რით განსხვავდება ეს მმართველობა სახელმწიფო მმართველობისგან – თუ პოლიტიკური მმართველობის მიზანი ქვეყნის აღმშენებლობა და უკეთესი ქვეყნის მიღწევაა, ჩვენი ხელისუფლების და ზოგადად, მაფიოზური ხელისუფლების მიზანია, მოიგონოს იდეალური ტყუილი, რათა დიდი ხნის განმავლობაში შეძლოს კონკრეტული ტერიტორიის მართვა. „ქართული ოცნების“ დევიზად ჩამოყალიბდა – „მოატყუე და იბატონე“. სინამდვილეში გვინდა, რომ ამ საყოველთაო ტყუილში იცხოვროს ქართველმა ხალხმა. კიდევ რა არის დამახასიათებელი მაფიოზური მმართველობის – ის, რომ არ უნდა არსებობდეს არცერთი ინსტიტუცია, რომელსაც პატივს სცემ; არ უნდა არსებობდეს არცერთი დაწერილი კანონი; არ უნდა შექმნა ისეთი კანონი, რომელიც შენივე საწინააღმდეგოდ შეიძლება იქნეს გამოყენებული. ანუ, ზოგადად, მაფიოზური მმართველობის დამახასიათებელი ისაა, რომ კანონები ქაღალდზე არ უნდა ეწეროს.

ეს კანონები სადღაც უნდა იყოს, რამდენიმე ადამიანმა უნდა იცოდეს და ისინი კანონს ხან ასე ამოქმედებდნენ, ხან – ისე. რა შედეგი მოაქვს ამ მმართველობას – მხოლოდ ასეთი მმართველობის პირობებშია, რომ ულაპარაკოდ მიიღოს სამხედრო კოდექსი, ულაპარაკოდ მიიღოს 78-მა ადამიანმა რუსული კანონი და ასევე ულაპარაკოდ გააუქმოს იმიტომ, რომ ეს მიღებულია არა პოლიტიკური, არამედ მაფიოზური პროცესის შედეგად, სადაც ყველა ინსტიტუციას ძალა უნდა გამოაცალო, კონსტიტუციას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს; კანონი კი არ გჭირდებოდეს ვიღაცის საწინააღმდეგოდ, არამედ ძალა. სწორედ ამ ძალით ხართ გათამამებულები და ის არ იცით, რომ ამ მაფიოზური მმართველობის გამო თქვენ სინამდვილეში მიიღეთ ისეთი ტიპის ძალაუფლება, რომელიც პოლიტიკური ძალაუფლება არაა.

ამ ძალაუფლების შედეგად ცდილობთ ქვეყნის პროდასავლური კურსი შეცვალოთ, ცდილობთ, ცივილიზაციის საწინააღმდეგო მიმართულებით წახვიდეთ და ყველაფერი, რასაც აკეთებთ, გააკეთოთ არა ქართველი ხალხის მიზნის, არამედ თქვენი მმართველობითი მიზნების განსახორციელებლად. მაგრამ, ერთი რაღაც გავიწყდებათ – ის, რომ კანონით და პოლიტიკურად იმართებოდეს ქვეყანა, ყველაზე მეტად, თქვენ გჭირდებათ, მმართველი ძალის დაცვას სჭირდება ის, რომ მას მართული ჰქონდეს წესების შესაბამისად და სხვასაც მოუწოდოს წესების დასაცავად. თორემ, თქვენ რომ მალე დასრულდებით და ქართველი ხალხი რომ დიდი ხანი არ იცურებს ცივილიზაციის საწინააღმდეგოდ, ეს ხომ ფაქტია?!“

თეგები: იაგო ხვიჩია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved