• რეკლამა
  • კონტაქტი
15:57, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რა ასტროლოგიურ ტენდენციებს დაუკავშირდება 5 მაისის მთვარის დაბნელება?“ – რამაზ გიგაური

ალია ავტორი - ალია
14:13 05-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
259

ასტროლოგი რამაზ გიგაური:

„რა ასტროლოგიურ ტენდენციებს დაუკავშირდება 5 მაისის მთვარის დაბნელება
/© რამაზ გიგაური/
5 მაისს სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება იქნება, რომელიც თბილისის დროით 21:34 საათზე დაფიქსირდება. მთვარის ეს დაბნელება მორიელის მე-15 გრადუსზე იქნება და მთვარე ამ დროს არა მხოლოდ მზეს და არამედ, ურანსაც დაუპირისპირდება (ასევე სუსტი ოპოზიცია ექნება მერკურთანაც).
ასტროლოგიური თვალსაზრისით ეს დაბნელება შეაჯამებს ბოლოს 1,5-2 წლიან პერიოდს და დაუკავშირდება ბევრი „კავშირის“ დაშლა-აწყობას (განსაკუთრებით ემოციური კუთხით). ამ პერიოდში ბევრი ადამიანი გადააფასებს სხვა ადამიანებთან, მოვლენებთან, სიტუაციებთან თუ ნივთებთან ემოციურ კავშირს. იოლად შეძლებენ წარსულისთვის ხელის გაშვებას. ამასთანავე, განვითარებული მოვლენები მათ უბიძგებთ, რომ მომავლის დაგეგმარებისთვის უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგან.
ეს პერიოდი მიანიშნებს პარტნიორებთან გარკვეული დაპირისპირებებზე. გაზრდილი იქნება ნერვული ფონი, გაძლიერდება შფოთვის მომენტიც. ამიტომ იმ ადამიანებს, ვისაც პრობლემები აქვთ ემოციის მართვასთან, ახასიათებთ შფოთვის და განგაშის განცდა, მაქსიმალური თავშეკავება და სიმშვიდის გამოჩენა მართებთ. სასურველია მშვიდ გარემოში ყოფნა. არ არის სასურველი პრობლემური ურთიერთობების გარკვევა და სტრესულ გარემოში მოხვედრა. საჭირო დროს რეკომენდებულია საკუთარი პოზიციების გადახედვა და კომპრომისებზე წასვლაც. უფრო მეტიც, აუცილებლობის შემთხვევაში არც საკუთარი გეგმების კორექცია იქნება არაგონივრული. სიტუაციების თუ ადამიანების ჯიუტად კონტროლის სურვილმა მოსალოდნელია აბსოლუტურად საწინააღმდეგო შედეგები მოიტანოს.
გარკვეულ მოვლენებს შესაძლოა მოულოდნელი განვითარების, ასე ვთქვათ, „სიურპრიზის“ ფორმაც ჰქონდეს. ამიტომ სასურველია, იმ ადამიანებს, ვისაც რთული გადაწყვეტილების მიღება უწევთ, გეგმა B-ც ჰქონდეთ. ეს გარკვეულწილად დააზღვევთ სიტუაციის მოულოდნელი გაუარესობისგან. არ არის რეკომენდებული აჩქარება, იმპულსურობა და რადიკალიზმი. პირიქით, ემოციური, მენტალურ და ვერბალური მოქნილება ბევრ ადამიანს რთული მდგომარეობიდან იოლად გამოიყვანს.
ასტროლოგიური ნიშნების მიხედვით, მთვარის ეს დაბნელება ბუნებრივია, ყველაზე მნიშვნელოვანი კუროს და მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის იქნება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი ნიშანი „ბეწვის ხიდზე“ გაივლიან. ამიტომ ყველაზე მეტი სიფრთხილის გამოჩენა მართებთ.
ცალსახად რთული იქნება ლომებისთვის და მერწყულებისთვის (დანარჩენი ნიშნებისთვის კი შედარებით ნეიტრალური).“
თეგები: რამაზ გიგაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved