• რეკლამა
  • კონტაქტი
13:23, სამშაბათი, 14 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,აქციაზე ჩემი ძმის მკვლელობის თანამონაწილე, სოსო ალავიძე ვნახე” – რას წერს რუსუდან შარაძე

ალია ავტორი - ალია
13:45 05-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,049

გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,გუშინ, აქცია რომ დამთავრდა, ბარიერს იქიდან ბესო დუღაშვილმა დამიძახა. გავექანე და იქვე სოსო ალავიძე არ დგას? ცხოვრებაში მეორედ გადავეყარე ამ არაკაცს.

პირდაპირ ვამბობ – სოსო ალავიძე არის ჩემი ძმის მკვლელობის თანამონაწილე, რადგან 1998 წელს, როდესაც ლაშა მძინარე მოკლეს ლოგინში, ჯერ ექსპერტიზა ნორმალურად ჩატარებულიც არ იყო, რომ თბილისის პოლიციის შეფმა – სოსო ალავიძემ და გენერალური პროკურორის მოადგილემ – ნუგზარ გაბრიჩიძემ, პრესკონფერენცია გამართეს და ჩემი უმოწყალოდ მოკლული ძმა თვითმკვლელად გამოაცხადეს.

სოსო ალავიძეს ვუსვამ ერთადერთ შეკითხვას – ვინ დაავალა ეს? ამაზე პასუხი ფარდას ახდის თითქმის ყველაფერს, მაგრამ ეს არაკაცი გაურკვეველ სიტყვებს ისვრის და წინადადებას არ ამთავრებს. გუშინაც წამოიძახა – ,,მძღოლიო“…

სულ მკვლელი რომ ვეძახე, გაბედა და აქეთ გადმოვიდა შეტევაზე (და ჰგონია, მაგარი რამე თქვა): მე დოკუმენტები მაქვს შენს ძმებზე და საიდუმლოდ გეტყვიო. სად მოვიდე და როდის-მეთქი, რამდენჯერმე გავუმეორე, მაგრამ არსად დავუბარებივარ. მისი თანმხლები ვიღაც კაცი ცდილობდა, დაეცვა. თქვენ გაჩუმდით, ვინ ხართ საერთოდ-მეთქი და სოსომ – შენ ვინ ხარო. მე გურამ შარაძის შვილი-მეთქი და მეო, ამ (სახელი არ მახსოვს) ალავიძის შვილიო :))))))))))) შემედარა.
თვალში მქონდა დაბნელებული და კიდევ კარგად არ მახსოვს შელა-შემოხლაში რა ითქვა, მაგრამ იქ იყო უამრავი ადამიანი, იქნებ ვინმე მადლიანმა გადაიღო კიდეც.

საინტერესოა, რა უნდა ჰქონდეს ამ არაკაცს და თუ მართლა რამე აქვს, რატომ მალავს 25 წელი? ე.ი. მარტო მკვლელობის თანამონაწილე კი არა, კიდევ უარესია.

მერე დამემუქრა – ინანებ ამასო. მემუქრებით კიდეც, რა უნდა მიქნათ-მეთქი? და არ ვიცი, რას ჩავიდენდი, რუსიკო სტურუას რომ არ გავეკოჭე და არ გავეყვანე.

მე არაფერს ვინანებ, არაკაცო ალავიძე, თქვენ ინანებთ, თან მწარედ და ბოლოს ჩაძაღლდებით ისე, როგორ ძაღლივითაც იცხოვრეთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით – დაასახელეთ ვინ გიბრძანათ ჩემი მოკლული ძმის თვითმკვლელად გამოცხადება და მერე ჯანდაბამდე გზა გქონიათ! ჩემს ძმებს მთელი საქართველო იცნობს და თქვენგან გასხვავებით კაცების სახელით წავიდნენ და თუნდაც უვარგისები ყოფილიყვნენ, ამიტომ უნდა მოგეკლათ ერთი – თავში ტყვიით და მეორე – ტყვიის გარეშე, ნელნელა, წამებით?

დოკუმენტები კი არა, ლაშას მკვლელობის მთლიანი საქმე მაქვს, სულ ყველა ფურცელი და ვინ ვის ანანებს, ამასაც ნახავთ.

აქ დავაკოპირებ პოსტებს, რაც ამ არაკაცთან წინა შეხვედრას ეხება, ხოლო ფოტოზე იხილავთ, რომ ლაშას საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.

************
გურამ შარაძის საზოგადოება
10 ივნისი, 2018 ·

გუშინ, შევედი სტუდიაში…
სულ რამდენიმე წუთში, ეთერში ვარ, ვანიჩკასთან. ის წუთია, სოსო ალავიძემ დაამთავრა გამოსვლა და უნდა დამითმოს ადგილი.
გავშალე ხელები და გავემართე შეძახილით:
– ბატონო სოსოო! 20 წელია, ამ დღეზე ვოცნებობ!
გაშალა ბატონმა სოსომაც ხელები და მოექანება ჩემკენ, ჩასახუტებლად, თავის მომნუსხავი ღიმილით. მხურვალედ ჩამომართვა ხელი, სადაცაა უნდა გადამეხვიოს და ვეუბნები :
– როდის იტყვით, ვისი დავალებით გამოაცხადეთ ლოგინში, მძინარე მოკლული ჩემი ძმა, ლაშა, თვითმკვლელად? საფლავში უნდა წაიღოთ ეს საიდუმლო ?
და ბატონი სოსოს პასუხი? (აქ აღარ მოვყვები, რადაემართა მის ჰოლივუდურ ღიმილს)
– მძღოლი !.. თქვენ იცით მძღოლი?.. მე არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს.
ღმერთმა ასი წელი გაცოცოხლოთ-მეთქი და გააგრძელა ბოდვა.
ვუთხარი, რომ ახლა თქვენ ისეთი დაბნეული ხართ, ბევრ სისულელეს ლაპარაკობთ და ჯობია, არაფერი თქვათ-მეთქი…
ამასობაში, ვანიჩკა კივის – ეთერიიიი !
სოსო (რა დამთხვევაა) გადის სტუდიიდან და მივაძახე – რაც აქ დაგაკელით, ეთერიდან დაგაწევთ-მეთქი და ჩართვაც დაიწყო.
ვიღას ახსოვდა სოსო ალავიძე…
აქ ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ 20 წლის ნატვრა ამიხდა და ჩემი ძმის მკვლელობის გამყალბებელს თვალებში ჩავხედე, არამედ მისი რეაქცია.

რა მძღოლი ? რა შუაშია მძღოლი?
1998 წლის 17 ივნისს, 2 დღის განმვალობაში, ლაშა რომ ვერსად ვიპოვნეთ, ვერც მკვდარი და ვერც ცოცხალი, დედაჩემი და მამაჩემი, მძღოლთნ ერთად, მივიდენ მცხეთის ქუჩაზე, სადაც ლაშა ცხოვრობდა. ბელეტაჟია და მამაჩემმა სთხოვა მძღოლს, აძვერი აივანზე და ნახე, სახლში რა ხდებაო. ზაფხული იყო და საძინებლის კარი ღია ჰქონდა დატოვებული ლაშას. ავიდა მძღოლი და წამში, ღრიალით უკან, აივანზე გამოვარდა, თავში იცემდა ხელებს და მოთქვამდა, დავიღუპეთო !
რა ნახა მძღოლმა ?
ლაშა – ლოგინში, ქვედა საცვლით, საბანი ფეხებთან ამოხვეული, ერთი ხელი თავქვეშ და მეორე ხელი იდაყვზე, ტვინი გახვრეტილი და რაც ყველაზე მტკივნეული და აუტანელია – სიცხის გამო, ხრწნადაწყებული ცხედარი !
ბატონო სოსო!!! რა მძღოლი? თქვენ გინდოდათ თქმა, რომ ის რამეში დამნაშავეა? თუ ასეა, 1998 წლიდან, რატომ ინახავთ ამ საიდუმლოს?
შესაძლოა, რამეს ვაკლებ, ან სიტყვა-სიტყვით ვერ გადმოვცემ, მაგრამ ამ საუბრის მოწმეა ,,ნახევარი“ ,,იბერია“ და მართალია, ეთერში არ ვიყავით, მაგრამ კამერები ჩართული იყო.

*******************
გურამ შარაძის საზოგადოება
13 ივნისი, 2018 ·

10 ივნისს დავწერე ეს პოსტი, რომელიც ტელეკომპანია ,,იბერიაში“, ჩემი და სოსო ალავიძის მოულოდნელ შეხვედრას შეეხებოდა. დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ყველას უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ❤
გაჩნდა უამრავი კითხვაც. დატვირთული დღეები იყო და ვერ მოვასწარი, კარგად მეთქვა, თუ რა აზრი დამრჩა ამ ყველაფერზე:

– მამაჩემის მძღოლი არასდროს, არაფერ შუაში ყოფილა ჩემი ძმის – ლაშას მკვლელობასთან. მასზე ეჭვიც კი არ გაჩენილა. ამას ფიზიკურადაც ვერ შეასრულებდა;

– სოსო ალავიძის არაადეკვატური პასუხი გამოიწვია შოკმა, რომელიც ჩემი სრულიად მოულოდნელი კითხვის გამო მოუვიდა (ეგონა, მართლა ჩასახუტებლად გავექანე).

– მთავარი მაინც ისაა, რომ სოსო ალავიძეს ერთი წამითაც არ უფიქრია, ეთქვა – ეს იყო მართლა თვითმკვლელობა!
მას სასწრაფოდ უნდა გადაებრალებინა ვიღაცისთვის და ალბათ, პირველი, რაც თავში ამოუტივტივდა, იყო მძღოლი, რომელმაც პირველმა ნახა ლაშას ცხედარი.
ამიტომაც იყო, რომ იბოდა და კიდევ ბევრ სისულელეს იტყოდა. უბრალოდ, რამდენიმე წამში, ეთერში გავდიოდი;

– და ბოლოს – ვთქვათ, მძღოლზე რამე ეჭვი არსებობდა, ამას 20 წლის შემდეგ, ,იბერიას“ სტუდიაში უნდა ვიგებდე?
ასე, რომ ბატონო სოსო!
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ – თუ გნებავთ, რომ კაცის სახელით წახვიდეთ ამქვეყნიდან, აღიარეთ:
ვისი დავალება შეასრულეთ, როდესაც ჯერ ექსპერტიზის დასკვნაც არ იდო, მოიწვიეთ პრესკონფერენცია და ლოგინში, მძინარე მოკლული ჩემი ძმა, თვითმკვლელად გამოაცხადეთ?
ვინ მოგცათ ეს დავალება?

P.S. კი ვიცი, რომ სოსო ალავიძის კაცობის იმედზე, მაინცდამაინც, არ უნდა ვიყო, მაგრამ ხომ ხდება ხოლმე სასწაულები?!”

თეგები: რუსუდან შარაძესოსო ალავიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა
ახალი ამბები

თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა

15:24 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved