მწერალი ლუკა ბაქანიძე „უცნობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
„გუშინ უცნობის აქციას შევერიე, რო გამეგო, სახელდობრ რა რაოდენობის, ინტელექტუალური რესურსის და იდეოლოგიური გაქანების საზოგადოებრივ დაჯგუფებასთან მქონდა საქმე და მინდა გითხრათ, ფრიად კმაყოფილი დავშთი: დაკვირვების შედეგად, ზემოთხსენებულ ადამიანთა პლასტის მხრიდან ქვეყნის ევროპული მომავლის ხელის შემშლელი ყოველგვარი საფრთხე დავიყვანე ნულ ნიშნულამდე და მათ აქტივობას გონებაში დავუტოვე მხოლოდ სანახაობითი მნიშვნელობა – ძაან საკაიფოდ გავერთე. მერე ვიღაც ბებერი ტიპი მეჩხუბა – რა შენიკაი შვილო, რა შენიკაი, ქვეყანა გვენგრევა თავზეო. ჰუდი მეცვა წარწერით ჩემიკაი, და მაგპონტში, ჩემიკაი. მოკლედ, კაი დრო ვატარე, რავი.“
კომენტარები