რუსთავში, დაახლოებით 11:14 საათზე მეხი ჩამოვარდა. ამის შესახებ „ინფო რუსთავი“ წერს.
არსებული ინფორმაციით შემთხვევა, სავარაუდოდ, XI-XII მიკრორაიონის მიმდებარედ მოხდა.
მეხი საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე მეტრში, სავარაუდოდ მინდორში დაეცა.
მეხის ჩამოვარდნის ხმა რუსთაველების ნაწილმაც გაიგო.
ამ დროისთვის უცნობია გამოიწვია თუ არა მეხის ჩამოვარდნამ ზიანი.
კომენტარები