„ხალხი ამბობს, რომ არ ვარ ცუდი პრეზიდენტი, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ კარგი მამა ამ მომენტში. ჩემს შვილებს ჩემი ცოლი და ომი ზრდიან“, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსზკის ეკუთვნის.
მისივე თქმით, არ აქვს უფლება, რომ ომისგან დაისვენოს, ასევე შეუძლებელია იმის თქმა, რომ უკრაინელები ომს შეჩვეულები არიან.
„ყველა ტრაგედია გადამაქვს. არ მაქვს უფლება ვთქვა, რომ ომს მიჩვეულები ვართ. პირველად, როცა რეგიონი გავათავისუფლეთ, ახალი ცხოვრების გემოს ჰგავდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ სკანდინავიელ ჟურნალისტებთან საუბარში.














კომენტარები