• რეკლამა
  • კონტაქტი
14:39, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კულუარებში ამბობენ, რომ ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილი პირადად შეხვდაო…

ალია ავტორი - ალია
18:21 04-25-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,411

ანი დვალიშვილი

ადრეც არაერთხელ გვითქვამს და ახლაც გავიმეორებთ – ან „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაუშვას საბედისწერო შეცდომა, რომ ოპოზიციამ გამოიღვიძოს და რამე გააკეთოს, ან დასავლეთმა უნდა წამოწიოს თემა, რომელსაც ოპოზიცია ჩაებღაუჭება და განავრცობს. სწორედ ასეთი მდგომარეობა გვაქვს ახლა – ოთხი მოსამართლის დასანქცირების შემდეგ, ოპოზიცია ცდილობს, აქედან მაქსიმუმი გამოადნოს და აგერ, საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს, რასაც მმართველი გუნდი არ ეთანხმება და კვორუმი რამდენჯერმე ვერ შედგა. ეს იწილო-ბიწილო მომავალ სესიებზეც გაგრძელდება, რაც ოპოზიციას შესაძლებლობას მისცემს „ოცნებისკენ“ თითი გაიშვიროს, „კლანს კრიშავენ“ და კომისიის შექმნა ამიტომ არ უნდათო, მეორეს მხრივ კი, მმართველი გუნდის ლიდერები ამბობენ, ოპოზიციას უფლებას არ მივცემთ, საპარლამენტო საქმიანობა სანახაობად აქციონო. თქვენ პური თქვით ბატონებო, თორემ სანახაობა დიდი ხანია გვაქვს და უკვე მოგვბეზრდა კიდეც. ჰო, სწორედ რომ მოგვბეზრდა 11 წელის იმის მოსმენა, რა ცუდი იყო გასული 9 წელი და რა კარგია ახლა რომ არაფრის გვეშინია. შესაძლოა, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ ეშინია მოსმენის, იმის, რომ იარაღს და ნარკოტიკს ჩაუდებენ, მაგრამ ეშინიათ შიმშილის, უწამლობის, შვილების მომავლის უპერსპექტივობის და რომელი შიში უფრო მძაფრი და ძლიერია, ვერ გეტყვით. ამ თემას ისევ დავუბრუნდებით, მანამდე კი…

ინგლისურის „აი ემ თეიბლ“ დონეზე ცოდნის გამო, დიდი შანსია, ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტი ისევე მარტივად დაკარგოს, როგორ მარტივადაც მოიპოვა. „ხაბე“ უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრებზე ამის გამო ვერ თუ არ დაჰყავთ და რეალურად, იმასაც ამბობენ, არ სურთ, ხაბეიშვილმა ის დეტალები იცოდეს, რომელსაც დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრის დროს განიხილავენო. თუ ეს მართალია, ხაბეიშვილი ფასადური თავმჯდომარეც აღარ გამოდის და ზოგადად, მას საკუთარი პოზიცია პარტიაში უკვე არ მოსწონს. ჰო, ეიფორიამ გაუარა და საკუთარი პოზიცია არ მოსწონს პარტიის თავმჯდომარეს, რადგან მას არ ეკითხებინ არაფერს, აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას მას შემდეგ იგებს, რაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და თუ გარედან „ნაციონალურ მოძრაობას“ ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი მართავენ, ადგილზე პროცესებს დიმა ჩიქოვანი უძღვება. აი, ის ჩიქოვანი, ცოტა ხნის წინ პოსტივის სკანდალში რომ გაეხვა… ვაღიაროთ, ხაბეიშვილმა უბრალოდ ვერ თუ არ გაამართლა მოლოდინი და ბევრი ამბობს, რომ ნიკა მელიას გაშვება შეცდომა იყო, თუმცა ხაბეიშვილის წასვლის შემთხვევაშიც კი, თავმჯდომარედ მელიას დაბრუნების შანსი ნულს ქვემოთაა.

ისევ მოსამართლეებს დავუბრუნდეთ. როგორც გვეუბნებიან, სახელისუფლებო გუნდი, კომისიის შექმნას შეგნებულად წელავს და საბოლოო ჯამში, დასავლელ პარტნიორებს კოჭს გაუგორებს და კომისიას მაინც შექმნის, რის შემდეგაც კომისია დაადგენს იმას, რომ ამერიკამ მოსამართლეები ტყუილად დაასანქცირა და რეალურად, მათ არანაირ კორუფციულ გარიგებებში ბრალი არ მიუძღვით. ოპოზიციის დაჟინებული მოთხოვნითა და დასავლეთის გაქეზებით შექმნილი კომისია ვერაფერს თუ ვერ დაადგენს, ეს იქნება „ქართული ოცნების“ სრული ტრიუმფი და როგორც გვეუბნებიან, ეს „თამაში“ სწორედ ამ ტრიუმფის გასამძაფრებლად არის მოგონებული, თორემ საბოლოო ჯამში, კვორუმიც იქნება და კომისიაცო.

ძალიან, ძალიან ბევრი ელოდა იმას, რომ სააღდგომოდ პრეზიდენტი ნიკა გვარამიას შეიწყალებდა. მეტიც, გვარამია თავადაც დარწმუნებული იყო, რომ შეიწყალებდნენ და ჩვენი ინფორმაციით, ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს სალომე ზურაბიშვილმა პირადად უთხრა, რომ ამის გაკეთებას სააღდგომოდ აპირებდა. შეწყალება არ მოხდა და ზოგადად, ზურაბიშვილი, რომელსაც მმართველ გუნდზე ჰქონდა „აკრეფილი“, საერთოდ გაქრა და ხმას აღარ იღებს. კულუარებში ამბობენ, რომ ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილი პირადად შეხვდა და მან გააჩუმა, მაგრამ სავარაუდოდ, ივანიშვილი ასეთ შეცდომას არ დაუშვებდა, რადგან ადრე თუ გვიან, აღნიშნული შეხვედრის შესახებ, ქალბატონ სალომეს სადმე რამე „წამოსცდებოდა“, რაც ივანიშვილის რეიტინგს აშკარად არაფერს შემატებდა. არადა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ივანიშვილის რეიტინგი ერთ-ერთი გამწევი ძალა უნდა იყოს. არჩევნები ტყუილად არ გვიხსენებია – 2024 წელს პარლამენტარებს პრაქტიკულად მთელი საქართველოს მასშტაბით, ელექტრონული სისტემით აირჩევენ, ანუ ხმის მიცემა ბიულეტენის ყუთში ჩაგდებით აღარ მოხდება. ხელისუფლება 29 აპრილს, შუალედური არჩევნების დროს აპირებს იმის დატესტვას, რამდენად არის შესაძლებელი, ელექტროსისტემა მოტყუვდეს, რამდენად არის ეს ყველაფერი უსაფრთხო და ერთი მცირე შესწორებაც შესატანი იქნება. საქმე ის გახლავთ, რომ ელექტრონულმა მთვლელმა შემოხაზული სუბიექტი რომ აღიქვას, მხოლოდ წრის შემოვლება არ არის საკმაირისი, კონკრეტული ნომერი უნდა გაფერადდეს, გამუქდეს. ამას კი ძალიან ბევრი ვერ მოახერხებს. განსაკუთრებით, არაქართული მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებში, სადაც სახლებიდან მოხუცები მიჰყავთ და ეუბნებიან, რომელი ციფრი უნდა შემოხაზონ. აი, გაფერადება-გამუქებას ბევრი მართლა ვერ გაიგებს და ათასობით ხმა უბრალოდ დაიკარგება და  ელექტრომთვლელი მათ ბათილად გამოაცხადებს. ისიც ვთქვათ, რომ წარმოუდგენელი იქნება შემაჯამებელი ოქმის გაყალბება, რადგან მასაც ელექტრომთვლელი ბეჭდავს და ციფრებს ფიფიზკურად ვერ გადაასწორებ. მოკლედ, 2024 წლის არჩევნები სავარაუდოდ, იქნება ყველაზე ქაოტური (ბათილი ბიულეტენების სიმრავლის გამო) და ამავდროულად, ყველაზე სამართლიანი, რადგან გაყალბება პრაქტიკულად გამორიცხულია. თუმცა, საქართველოს მასშტაბით, იმუშავებს რამდენიმე ათეული ისეთი უბანი, სადაც ხმის მიცემა ძველებურად იქნება შესაძლებელი და მთელი სიმძიმეც ამ უბნებს დაეკისრებათ. ისე, თუ უკვირდებით, ოპოზიციიდან 2024 წლის არჩევნებს არავინ ახსენებს, არც შუალედური არჩევნები აინტერესებთ. შინაგანად, მათ სჯერათ, რომ არჩევნებამდე უნდა მოხდეს რაღაც ისეთი, რაც მათ შანსებს გაზრდის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარცხი გარანტირებული აქვთ. „რაღაც ისეთი“ კი შესაძლოა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერმიღება იყოს, რისი შესაძლებლობაც ძალიან, ძალიან დიდია, მაგრამ „ოცნება“ ამისთვისაც მზად არის და ლიდერებმა უკვე არაერთხელ განაცხადეს, რომ ამისგან ტრაგედიას არ შექმნიან. ისე, თუ ევროკავშირი სტატუსს არ მოგვცემს, ხელისუფლება დღის წესრიგში კვლავ დააყენებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს და თან გასამართლებელი საბუთიც ქენება – მას შემდეგ, რაც ეს პროექტი საქართველოში ჩავარდა, არამარტო ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, არამედ ოკეანისგაღმა კანადამაც კი დაიწყო მუშაობა ანალოგიურრი კანონის მიღებაზე. ჰოდა, ხელისუფლება სწორედ კანადური ვარიანტის გადმოწერას აპირებს, კანადელი კანონმდებლების ჩამოყვანას და საზოგადოებას სწორედ ისინი ეტყვიან, რომ ეს არის კანადური და არა რუსული კანონი, რაც ოპოზიციას ქუჩაში გამოსვლის შესაძლებლობას მოუსპობს.

ეს ყველაფერი სამომავლო პერსპექტივაა, ახლა კი… იმის მიეხედავად, რომ წინ კიდევ რამდენიმე საპარლამენტო თვეა, როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება, ზაფხულის არდადეგებზე ფიქრობს და ერთი სული აქვთ, ეს ყველაფერი დასრულდეს და დასასვენებლად წავიდნენ. საინტერესო მაინც არაფერი ხდება და იმას მაინც იტყვიან, ვისვენებთ ბატონო, თორემ რომ ვმუშაობდეთ, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდაო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე არქი ჰორაიზონის პრემიუმ კომპლექსის ბინებზე
ახალი ამბები

5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე არქი ჰორაიზონის პრემიუმ კომპლექსის ბინებზე

12:38 07-01-2025
თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved