მკვლელობა ხაშურის რაიონში – ერთმანეთს მეზობლები დაუპირისპირდნენ. მოკლულია შუახნის კაცი. შემთხვევა გუშინ, სოფელ ალში მოხდა. არსებული ინფორმაციით, დანაშაული ცეცხლსასროლი იარაღითაა ჩადენილი.
სავარაუდოდ, მკვლელობა ყოფით ნიადაგზე დაწყებულ კონფლიქტს მოჰყვა.
ბრალდებული დაკავებულია. შსს-მ 1970 წელს დაბადებული ი.კ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.
კომენტარები