• რეკლამა
  • კონტაქტი
23:58, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ფენაფენა ვიფცქვნიდი ოფლით, სიკვდილის სუნით გაჟღენთილ სამოსს და სულის გამყინავ შიშს ვებრძოდი…”

ალია ავტორი - ალია
02:59 04-19-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ექიმი ნანა ბერიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,იმ დილას ნეგატიური წნევის იზოლაციის პალატაში შევედი სრული დამცავი აღჭურვილობით, 83 წლის პაციენტი უჰაერობით იხრჩვებოდა. ამასობაში, 15 ლიტრა მაღალი კონცენტრაციის ჟანგბადი შრიალებდა, სისინებდა ვენტურის ნოღაბში. მერე ტალღები დატყდა კარდიომონიტორზე და დაიწყო….
ვისაც ერთხელ მაინც ჩაუტარებია კარდიო-პულმონალური რესუსიტაცია, იცის რამხელა ფიზიკურ დატვირთვას ითხოვს ნორმალურ გარემოში მკერდის პრესები. ახლა წარმოიდგინეთ, N95 ნიღაბი, ზემოდან მეორე ქირურგიული ნიღბით დაფარული, სათვალე, სახის ფარი,თავზე ჯერ თხელი თავსაფარი, მერე ქირურგიული, მერე ჰაზმატ კომბინეზონის კაპუშონი. კომბინიიზონის ზემოდან ქირურგიული ხალათი და სამი ფენა ხელთათმანები.
კოდი 10 წუთს გრძელდებოდა. უკვე ინტუბირებული მაინც ვერ გადავარჩინეთ.
ამ ათი წუთი ს განმავლობაში ოფლიან სახეზე ნიღბები იმდენჯერ აცურდა, თვლას ვეღარ ავუდიოდი. რეზიდენტი და ანესთეზიოლოგიც ჩემს დღეში იყვნენ. სიკვდილის დრო დაფიქსირდა და ყველამ დავტოვეთ ოთახი.
მერე ვიდექი ხელისგულის სიფართე აბაზანაში, ფენაფენა ვიფცქვნიდი ოფლით, სიკვდილის სუნით გაჟღენთილ სამოსს და სულის გამყინავ შიშს ვებრძოდი, ვაი თუ….
3 დღის მერე სიცხემ ამიწია…
5 დღის მერე ტესტმა დაადასტურა….
11 დღეა სახლში ვარ თვითიზოლაციაზე…..
მარკიც, ჩვენი რეზიდენტი…. იმას 9 თვის ჩვილი ჰყავს სახლში. ამიტომ, გარაჟში რჩება.
შედარებით იოლად გადამაქვს. ვიტამინები, სუნთქვითი ვარჯიშები….
რამოდენიმე ღამე სუნთქვა მიჭირდა. მეგონა, ვიხჩვებოდი. პანიკაში გაგდებს. მე არა ვარ გმირი. არც მარტვილი. ნუ დამაბრალებთ სხვისთვის თავგანწირვას, ნუ მომთხოვთ თქვენთან ერთად სიკვდილს.
მე ჩემს საქმეს ვაკეთებ , როგორც შემიძლია. სანამდეც შევძლებ.
თქვენი მიცვალებულის საფლავზე კვერცხის გადაგორებას და ზიარების მიღებას სხვის სიცოცხლეს ნუ ანაცვალებთ.
დარჩი სახლში! გეხვეწები.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved