საბერძნეთში, კუნძულ ევიაზე 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ათენიდან 60 კილომეტრში იყო, მიწისძვრის სიღრმე კი 10კმ. ცნობილია, რომ ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
კომენტარები