სომეხთა სათვისტომოს პრეზიდენტი არტურ მირზოიანი ამბობს, რომ 21 აპრილს საკუთარ სახლთან, თავს დაესხა სამი უცნობი პირი რა დროსაც მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“დამესხა თავს სამი პიროვნება, სამივე იყვნენ ნიღბებში, ორი დამესხა თავს, მესამე ვიდეოს იღებდა. წამაქციეს მიწაზე, მიზანმიმართულად თავში, ზურგისა და მუცლის არეში მირტყამდნენ. ჩემ წინააღმდეგ ამ ქმედებას ვუკავშირებ ჩემს მოღვაწეობას, სხვა მიზეზს ვერ ვხედავ და დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობს”,- ამბობს მირზოიანი.
კომენტარები